დედაქალაქის მერი კახი კავსაძეს დაბადების დღეს ულოცავს

11:48 06-05-2019
186

„კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ერთი ძალიან მაგარი კაცის, მაგარი ადამიანის დაბადების დღეა, ბატონი კახი კავსაძის. მინდა მას დიდი სიყვარულით მივულოცო დღევანდელი დღე “, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა მას დიდი სიყვარულით მივულოცო დღევანდელი დღე. ვუსურვო პირველ რიგში ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე. ეგეთი ადამიანები, როგორიც ბატონი კახი კავსაძეა, სამაგალითოა და მომავალ თაობებს, ჩვენს შვილებს ასეთი ადამიანების მაგალითზე უნდა ავუხსნათ და ვუთხრათ რაც ამ ადამიანს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენთვის, ჩვენი კულტურისთვის აქვს გაკეთებული. ბატონო კახი, დიდი სიყვარულით მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. 

ქართული კინოსა და თეატრის, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის წამყვან მსახიობ კახი კავსაძეს დღეს 84 წელი შეუსრულდა.