დემნა გვასალია: - „ვცდილობდი, ჩვენს ეზოში აღმომეჩინა თამარ მეფის საფლავი და საგანძური“

11:48 06-05-2019
161

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, აფხაზეთში გატარებულ ბაშვობის ბედნიერ წლებს იხსენებს და სოციალურ ქსელში ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს:

width=600

„გავიზარდე დიდ სახლში მშობლებთან, ძმასთან, ბებიასთან და ჩემს ბიძაშვილებთან ერთად. ვაკეთებდი, ბევრ სასაცილო, ბავშვურ რაღაცას – ვცდილობდი, დამეჭირა თევზი მდინარეში, რომელიც სახლთან ახლოს მიედინებოდა; ჩვენს ეზოში, აღმომეჩინა თამარ მეფის საფლავი და საგანძური; ბებიასთვის, ჩემს ბიძაშვილთან ერთად ვაწყობდი მუსიკალურ, იმიტირებულ კონცერტებს; საკუთარი ეზოდან ვიპარავდი მარწყვს... დღემდე მახსოვს, იმ მაგნოლიების სუნი, რომელიც სკოლის გზაზე მხვდებოდა. ეს იყო, ერთ-ერთი ძალიან ლამაზი ადგილი, სადაც უნდა გაზრდილიყო და ეცხოვრა ადამიანს. ომის შემდგომი პერიოდი, ძალიან რთული იყო მთელი ოჯახისთვის: - საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ახალი ენების სწავლა, ახალ კულტურასთან ადაპტაცია, ორი დასასრულის ერთმანეთთან დაკავშირება...

მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერმა იმის საშუალება მომცა, რომ შევხვედროდი არაჩვეულებრივ ხალხს, აღმომეჩინა, გავცნობოდი საინტერესო ადგილებს, გამეცნობიერებინა ერთი მნიშვნელოვანი რამ: - ამ ცხოვრებაში მატერიალური არაფერია მუდმივი. ეს კი გეხმარება, რომ უფრო მეტად დააფასო ოჯახისა და მეგობრების სიყვარული…“ - წერს გვასალია. 

შეგახსენებთ, რომ „Balenciaga“-ს შემოქმედებითი დირექტორი და „VETEMENTS“-ის მთავარი დიზაინერი დემნა გვასალია 1981 წელს აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმში დაიბადა.

ავტორი: რუსა ღვანიძე