ავტობუსის ზოლზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ან გაჩერების შემთხვევაში, მძღოლი 100 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო ველობილიკზე იგივე ქმედება 50 ლარის ოდენობის ჯარიმას გამოიწვევს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება სამართალდარღვევათა კოდექსში უკვე განხორციელდა.
„სპეციალური საავტობუსე ზოლები, მოეწყო იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე სწრაფი და მგზავრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დანიშნულების ადგილამდე სწრაფად მივიდნენ. შესაბამისად, ჩვენ გავამკაცრეთ კანონი, რომელიც უკვე ამოქმედდა. ცვლილებების თანახმად, ავტობუსის ზოლზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ან გაჩერება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ველობილიკზე იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით“, - განაცხადა კახა კალაძემ.