Forbes - სერენა უილიამსი მსოფლიოში „ყველაზე მდიდარი ქალების“ რეიტინგში პირველი სპორტსმენია

13:53 06-05-2019
134

ამიკულმა ჟურნალმა Forbes-ის მონაცემებით, ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი სპორტსმენებს შორის „ყველაზე მდიდარი ქალბატონის“ რეიტინგში, პირველ ადგილზე მოხვდა.

width=600

მან უამრავი ეპითეტი შეიძინა - დედა, ცოლი, ჩოგბურთის ჩემპიონი, დიზაინერი, ინვესტორი. ამ ეტაპზე სუპერვარსკვლავმა სპორტსმენმა პირადი მიღწევების ჩამონათვალს კიდევ ერთი ჯილდო დაამატა - სპორტსმენი, რომელმაც საკუთარი ქონება, პირადი შრომის ხარჯზე დაიმსახურა.

width=600

ჟურნალ Forbes-ის ინფორმაციით, ჩოგბურთელმა, წლის განმავლობაში 225 მილიონი გამოიმუშავა. ეს ფული მას, არა მარტო სპორტმა მოიტანა - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, სერენამ დიდი ინვესტიცია განახორციელა - უფრო კონკრეტულად, 34 მილიონის. 2019 წლის დასაწყისში უილიამსმა თავისი საკუთარი ბრენდი Serena Ventures-ი შექმნა, რომელიც ინვესტიციებს სხვადასხვა სამოდელო კომპანიებში დებს.

width=600

შეგახსენებთ, რომ ყველაზე წარმატებული ქალების სიაში ასევე მოხვდნენ - მომღერალი რიანა ($ 600 მილიონი), ბლოგერი და კოსმეტიკური მაგნატი კაილი ჯენერი ($ 1 მილიარდი), მომღერალი სელინ დიონი (450 მილიონი დოლარი) და ბიონსე (400 მილიონი დოლარი).  სერენა უილიამსი გასულ წელს ასევე ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგში მოხვდა, რომელმაც 18 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

მინდა გავხდე ცნობილი ბრენდი და არა მხოლოდ სახე, - განაცხადა ვარსკვლავმა ამერიკული ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში. უნდა ითქვას, რომ მას ყველაფერი კარგად გამოსდის.

width=600

ინვესტიციების გარდა, სერენა წარმატებით მოღვაწეობს მოდის ბიზნესში. მან გამოუშვა ტანსაცმლის საკუთარი ხაზი  - „S by Serena“, რომელიც აწარმოებს მაისურებს, კაბებს, მათ შორის ცნობილ ნაცრისფერ - „Boss Blazer“-ს.

რამდენიმე ხნის წინ, მეგანის მარკლის მეგობარმა ჩოგბურთელმა, გამოუშვა კუბოკრული ქურთუკი, რომელიც რამდენიმე წუთში გაიყიდა.

width=600

 

ავტორი: რუსა ღვანიძე