არგენტინელი კაცი იმის გამო დააპატიმრეს, რომ საკუთარი მეუღლე 20 წლის განმავლობაში „შინაპატიმრობაში“ ჰყავდა.
არგენტინული პორტალ TN-ის წყაროს ცნობით, როზარიოში 43 წლის ქალი, 20 წლის განმავლობაში, მეუღლეს საწოლის ფეხზე ჰყავდა მიჯაჭვული. 57 წლის ქმარი, წლების განმავლობაში სცემდა და მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა. მან აიძულა ცოლი, საკუთარი გარეგნობა შეეცვლა და კაცის ტანსაცმელი ჩაეცვა. მეზობლებმაც კი არ იცოდნენ შინაპატიმრის ნამდვილი სახელი.
გაზეთი La Capital-ის ინფორმაციით, ქალი, იშვიათად ეკონტაქტებოდა ოჯახის წევრებს, ისიც მხოლოდ მისი მეუღლის მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით.
ერთ დღეს, კაცს კარის ჩაკეტვა დაავიწყდა და მისმა მეუღლემ, სახლიდან გაქცევა მოახერხა. ამის შემდეგ, ქალი დაუკავშირდა ნათესავებს, რომელთაც სიმართლე გაუმხილა.
57 წლის ეჭვმიტანილი კაცი, სასამართლომ გამოძიების მიმდინარეობის დროს დააპატიმრა და 60 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.