რონ ჰოვარდი ლუჩანო პავაროტის პირადი ცხოვრების შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს - ვიდეო

18:37 06-05-2019
210

ლუჩანო პავაროტის შესახებ „ბოგრაფიული ფილმის“ გადაღებები დაიწყო. 

იტალიელი ტენორი, რეჟისორ რონ ჰოვარდის დოკუმენტური ფილმის მთავარი გმირია. მომღერალი საერთაშორისო ვარსკვლავია, რომელმაც უდიდეს წარმატებას მიაღწია. 

width=600

დოკუმენტური ფილმის მთავარი გმირია - ლუჩანო პავაროტი(Luciano Pavarotti), რომლის რეჟისორია რონ ჰოვარდი. იტალიელი მომღერალი საერთაშორისო ვარსკვლავი გახდა, რომელმაც ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომერციულ წარმატებას, როგორც მის ჟანრში, ასევე პოპ-მუსიკასიც მიაღწია.  

ცოტა რამ ვიცოდი მის შესახებ და მომეწონა ოპერა, მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი თუ როგორ ცხოვრობდა - მისი პირადი ცხოვრების დეტალები, ვნება, რაც მან გააკეთა ყველაფერი, მისი შესანიშნავი მუსიკა და საკუთარი შესაძლებლობები და მისი ისტორია ვფიქრობ, რომ ძალიან კინემატოგრაფიული გამოვა - ამბობს ჰოვარდი. 

ამერიკელი კინორეჟისორისგან, არ არის ეს პირველი შემთხვევა, როცა დოკუმენტურ ფილმშია ჩაბმული. 2016 წელს მან The Beatles“-ის პრემიერა წარადგინა - „რვა დღე კვირაში - ტურის წლები“(THE BEATLES: EIGHT DAYS A WEEK – THE TOURING YEARS), რომელიც ლივერპულის მუსიკალური კვარტეტის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.  

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო პავაროტი 2007 წლის 6 სექტემბერს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი პირადი ცხოვრების შესახებ, დეტალურად იქნება წარმოდგენილი დოკუმენტურ ფილმში, რომლის პრემიერა, ესპანეთში, მომავალი წლის იანვარში გაიმართება.



ავტორი: რუსა ღვანიძე