ჯულია რობერტსი ლამაზმანის(Pretty Woman) დასასრულის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს. მისი თქმით, ფილმი სხვა სცენარის მიხედვით გადაიღეს.
ჯულია რობერტსმა და მისმა კოლეგამ პატრიცია არკეტმა „Variety“-თან ინტერვიუში განაცხადეს, რომ ფილმ ლამაზმანს-ს განსხვავებული სცენარი და დასარული ჰქონდა.
მსახიობებმა განაცხადეს, რომ სამსახიობო კარიერის დასაწყისში, ფილმის 3000 კასტინგში მიიღეს მონაწილეობა. რობერტსი, ფილმში როლზე დაამტკიცეს, მაგრამ ვერ მოახერხა მონაწილეობა - კომპანია დაიხურა და გადაღებები ჩაიშალა.
გადაწყდა, რომ ფილმი 3000-ის გადაღებული კადრების ფირები, შესაბამისად, ფილმში ლამაზმანი გამოეყენებინა, სადაც სრულიად განსხვავებული ფინალი იყო.
მსახიობი იხსენებს, რომ რიჩარდ გირის გმირს ფილმის დასასრულში „ლამაზმანი“ მანქანიდან უნდა ჩამოეგდო - „თანხა სახეში უნდა მიეყარა და ბინძურ გარეუბანში დაეტოვებინა“.
მელოდრამა ლამაზმანის პრემიერა 1990 წელს შედგა. ფილმი, ფინანსისტ ედუარდ ლუისის და მეძავი ვივიენის სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს.