„რეანიმატოლოგი რემბო“ - სიკვდილმისჯილ „სისხლიან მკვლელს“ 85 პაციენტის მკვლელობა ბრალდება

13:24 06-07-2019
158

გერმანელ ექთან(მედ. ძმა)- ნილს ჰეგელს სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილი მიესაჯა. მას ბრალად ედება - ორ კლინიკაში 85 პაციენტის მკვლელობა.

ჰეგელის მიერ ჩადენილ დანაშაულს მოსამართლე სებასტიან ბიურმანი იკვლევდა. გამოძიების ინფორმაციით, 1999-2005 წლებში ნილსი პაციენტებს სამკურნალო პრეპარატების სასიკვდილო დოზას აძლევდა. 

ყოფილ სანიტარს, ჯერ ორი მკვლელობის გამო მიესაჯა სიკვდილი. გერმანიის თანამედროვე ისტორიაში, ჰეგელი ყველაზე ყველაზე „სისხლიან მკვლელად“ ითვლება. გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ ჰოგოლმა, ჯერ მოწამლა მისი პაციენტები და შემდეგ სცადა მათი განკურნება, რომ მის კოლეგებზე დიდი შთაბეჭდილება მოეხდინა.

გაზეთ „Bild“-თან ინტერვიუში, ექთანის ერთე-ერთი კოლეგა აცახდებს, რომ ჰეგელს მეტსახელად - „რეანიმატოლოგ-რემბოს“ უწოდებდნენ, რადგან ის ყოველთვის მზად იყო პაციენტის რეანიმაციისათვის. სასამართლოს პროცესის ბოლო დღეს, 42 წლის ჰეგელმა  „ბოროტი ქმედებების“ გამო, მსხვერპლის ნათესავებს პატიება სთხოვა. 

„გულწრფელად მინდა ბოდიში მოგიხადოთ, იმ უდიდესი ტკივილის გამო, რაც წლების განმავლობაში მოგაყნეთ,“ - ამბობს სიკვდილმისჯილი. 

ჰეგელი, გერმანიის ქალაქ დელმენჰორსტში და ოლდენბურგში 100 პაციენტის მკვლელობაში დაადანაშაულა. პოლიცია მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ დაზარალებულთა რიცხვი ბევრად უფრო მაღალია, მაგრამ გარდაცვლილთაგან ბევრ პაციენტს კრემაცია ჩაუტარდა და ყველა შესაძლო მტკიცებულება განადგურდა. გერმანიის მედიის ცნობით, თავად ჰოგელმა თავად - 55 მკვლელობა აღიარა, თუმცა ოლდენბურგში სასამართლომ 85 ადამიანის მკვლელობაში დაადანაშაულა.

„BBC“- ის კორესპონდენტი ბერლინში ჯენი ჰილი, აღნიშნავს, რომ ჰოგელის საქმემ გერმანიის მოსახლეობა შოკში ჩააგდო. გერმანელები გაოცებულები იყვნენ იმ ფაქტით, რომ ამ ორი საავადმყოფოს მმსახურე პერსონალი, პაციენტებს შორის უჩვეულოდ მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელით, წლების განმავლობაში არ ინტერესდებოდა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობების სერია 2005 წელს დასრულდა, როდესაც დელმენჰორსტში ჰოგელი, მას შემდეგ დაიჭირეს, როცა მან პაციენტს, სამკურნალო პრეპარატის მოხმარების საშუალება არ მისცა. 2008 წელს, ექთანს მკვლელობის მცდელობისთვის - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მაგრამ სხვა სავარაუდო მსხვერპლთა ნათესავებმა მოითხოვეს, რომ გამოძიება გაგრძელებულიყო.

2015 წლის მეორე სასამართლო პროცესის შედეგების მიხედვით, ყოფილი სანიტარი ორი მკვლელობისთვის და ორი მკვლელობის მცდელობისთვის სიცოცხლის უმაღლესი ზომა მიესაჯა. ჰოგეელმა ფსიქოთერაპევტტთან აღიარა, რომ 30 ადამიანი მოკლა. 

გამოძიება გაგრძელდა - სპეციალისტებმა 130 პაციენტის ექსჰუმაცია ჩაატარა და აღოაჩინა ის პრეპარატები, რომლებიც სავარაუდოდ პაციენტებში გულის გაჩერებას იწვევდა. ასევე, შესწავლილ იქნა ჩანაწერები საავადმყოფოებში, სადაც ის მუშაობდა. ოლდენბურგის საავადმყოფო ადასტურებს, რომ ჰოგელის მორიგეობის დროს სიკვდილიანობის და რეანიმაციის შემთხვევების რიცხვი, გაცილებით დიდი იყო, - წერს გერმანული პრესა.

ავტორი: რუსა ღვანიძე