კანარის კუნძულები (Islas Canarias) — ესპანეთის ერთ-ერთი ავტონომიური გაერთიანება, მდებარეობს ამავე სახელწოდების კუნძულებზე აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთან, რომელიც მოიცავს 7 კუნძულს: ტენერიფე, ლას-პალმასი, გომერა, იერო, გრან-კანარია, ფუერტევენტურა, ლანსაროტი.
მისი ფართობი - 7,3 ათასი. უმაღლესი მწვერვალია პიკო დე ტეიდე, 3718 მ. მოსახლეობა - 1 400 000 ადამიანი. ადმინისტრაციული ცენტრი - სანტა-კრუს-დე-ტენერიფე. საკანონმდებლო ორგანო – 60 წევრიანი პარლამენტი.
კანარის კუნზულები I საუკუნეში აღმოაჩინა იუბა II-მ, რომაელთა ნუმიდიელმა ვასალმა. მეფეს იქ ბევრი ძაღლი უნახავს (canis ლათინურად) და კუნძულებს სახელიც აქედან შეერქვა.
1402 წლიდან კუნძულები დაიკავეს კასტილიელებმა ფრანგი ზღვაოსნის, ჟან დე ბეტანკურის მეთაურობით, რომელიც შემდეგ კანარის კუნძულების მეფე გახდა. 1479 წელს განადგურებულ იქნენ კუნძულების ავტოქტონური მოსახლენი გუანშები, რომლებიც ბერბერებს ენათესავებოდნენ. 1902 წელს ავტონომისტური მოძრაობა ჩაახშეს. 1978 წელს გაძლიერდა თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის მოძრაობა. 1993 წელს იუნესკომ ბიოსფერულ ნაკრძალად გამოაცხადა.
კანარის კუნძულებიდან ყველაზე გამორჩეულია ტენერიფი,
ლანზაროტი, გრან კანარია.
ტენერიფი(Tenerife) - ატლანტის ოკეანეში მდებარე კანარის არქიპელაგის შვიდი დიდი კუნძულიდან უდიდესი. მისი ფართობი 2 034 კმ²-ს შეადგენს, მოსახლეობის რაოდენობა 2016 წლის მონაცემებით — 891 111 ადამიანია.
ეს კი, მთლიანი არქიპელაგის მოსახლეობის 43 %-ია. ტენერიფე ყველაზე მეტად დასახლებული კუნძულია კანარის არქიპელაგზე. ამასთან ერთად, ტენერიფეს უმაღლესი მწვერვალი — ტეიდე, ესპანეთის უმაღლესი მწვერვალიცაა და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 3718 მეტრს აღწევს. ტენერიფი, ცნობილია თეთრი და შავი ქვიშის სანაპიროებით. შავი ქვიშის პლაჟები-კუნძულის ვულკანური წარმოშობის შედეგი და მრავალი ვულკანის ემისიებია.
სანაპირო ზოლში განთავსებულია გასახდელები, საშხაპეები, ქოლგები, ბარები და რესტორნები, მოკლედ, ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ სანაპიროზე სასიამოვნო დასვენებისთვის.
გთავაზობთ კანარის კუნძულებზე მდებარე - 20 ყველაზე საინტერესო ადგილს, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ:
- ნაციონალური პარკი ტეიდე - ტენერიფე
- მასპალომას დიუმები - გრან კანარია
- პუეტრო მოგანი - გრან კანარია
- პლაია პაპაგაიო - ლანსაროტე
- გარაჰონაის ნაციონალური პარკი - ლა გომერი
- სიამის პარკი - ტენერიფე
- ლას-პალმას-დე-გრან კანარია
- პლაია დე კოფეტე - ფუერტევენტურა
- კალდერა ტაბურიეტე- ლა პალმა
-სან-კრისტობალ დე-ლა-ლაგუნა- ტენერიფე
- ისლა ლა გრაიოოზა - ლანსაროტე
- კორარეხოს დიუნები - ფუერტებენტურა
- მასპალომას აკვაპარკი - გრან-კანარია
- პარკი ანაგა - ტენერიფე
- ნოგალესის პლაჟი - ლა პალმა
- ისლა დე ლობოს - ფუენტოვენტურა
- პლაია ტეხიტა - ტენერიფე
- ტიმანფაიას ნაციონალური პარკი- ლანსაროტე
- კაქტუსების ბაღი - ლანსაროტე