დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ II-ის დაბადების დღე აღნიშნეს. დედოფალი ელისაბედი 93 წლის 21 აპრილს გახდა, თუმცა ბრიტანული ტრადიციების მიხედვით, დედოფლის დაბადების დღე ოფიციალურად 8 ივნისს აღინიშნება.
საზეიმო ღონისძიებას სამეფო ოჯახის წევრები უელსის პრინცი ჩარლზი, კემბრიჯის ჰერცოგი- პრინცი უილიამი და მისი მეუღლე -კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტ მიდლტონი ასევე, სასექსის ჰერცოგი-პრინცი ჰარი და მისი მეუღლე სასექსის ჰერცოგინია მეგანი ესწრებოდნენ.
8 ივნისს გამართული საზეიმო ღონისძიება მედიის ყურადღების ცენტრში განსაკუთრებული მომენტებით მოექცა. მშობიარობის შემდეგ მეგან მარკლი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა.
ქეით მიდლტონის და პრინცი უილიამის უმცროსი ვაჟი ლუი, აივანზე სამეფო ოჯახის გამოსვლის ვარსკვლავი გახდა. პატარა ინტერესით აკვირდებოდა საავიაციო აღლუმს, აღტაცებით უკრავდა ტაშს და თვითმფრინავებს ხელს უქნევდა.
ქეით მიდტონტონმა Alexander McQueen-ის კაბა და Philip Treacy-ის ლიმნისფერი შლაპა შეარჩია.
მეგან მარკლმა ამ დღისთვის Givenchy-ის მუქი ლურჯი კაბა და Noel Stewart-ის შლაპა მოირგო.ღონისძიებაში 20 თვითმფრინავი მონაწილეობდა, 1 400 ჯარისჯაცი, 300 ცხენი და 400 მუსიკოსი მონაწილეობდა.