ჟორდანიას კლინიკაში საერთაშორისო კონფერენცია - ახალი ხედვა რეპროდუქტოლოგიაში გაიმართა

12:57 06-10-2019
74

ჟორდანიას განახლებული კლინიკის ორგანიზებით გაიმართა სამედიცინო კონფერენცია თემაზე: „ახალი ხედვა რეპროდუქტოლოგიაში“.

აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანია, მედიცინის ამ დარგის განვითარებისთვის. კონფერენცია მსოფლიოს უახლეს სამედიცინო მიღწევებს და სიახლეებს მიეძღვნა , რომლის ფარგლებშიც, ქართველ ექიმებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ჟორდანიას კლინიკისა და უცხოელი კოლეგების როგორც კლინიკურ, ასევე სამეცნიერო გამოცდილებას.

კონფერენცია თემატური სესიებით იქნა დაყოფილი, სადაც ქართველმა და უცხოეთიდან მოწვეულმა დელეგატებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: უნაყოფობის მკურნალობის თანამედროვე მიდგომები და მასთან დაკავშირებული გენეტიკური კვლევები, ინ ვიტრო განაყოფიერება, მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, კლინიკის შედეგები ამ მიმართულებით, შვილოსნობის ფუნქციის შენახვა  ონკოლოგიურ პაციენტებში, ჰისტეროსკოპიის როლი ადრეულ და გვიან რეპროდუქციულ ხანაში.

ღონისძიების მეორე ნახევარი  დაეთმო  იოსებ ჟორდანიასადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფიმლის  ჩვენებას და ფოტოგამოფენას.

2016 წელს, ი. ჟორდანიას სახელობის კლინიკა VIVO Medical Group- ში გაერთიანდა. ჯგუფში გაერთიანების შემდეგ სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით და ახალი შემადგენლობით ფუნქციონირებს

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ..

კონფერენციის მომხსენებელთა შორის იყვნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები, ინ ვიტრო განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმათულებით.