პოპ-მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა ჰოლივუდის მსახიობი ტომ კრუზი ბრძოლაში გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაცია, ვარსკვლავმა „Twitter“-ის გვერდზე გამოაქვეყნა.
ბიბერმა კრუზი საბრძოლველად ოქტაგონზე „UFC“ გამოიწვია.
„მინდა ოქტაგონზე საბრძოლველად ტომ კრუზი გამოვიწვიო. ტომ, თუ ამ გამოწვევას არ მიიღებ, ეს იმას ნიშნავს, რომ შეგეშინდა და ამას ვარასოდეს გადაიტან. ვინ არის მზად ბრძოლისთვის?“, - წერს მომღერალი.
მან „UFC“-ის პრეზიდენტ დეინე უაიტს ბრძოლის წარმართვა სთხოვა. ბიბერის პოსტს, ირლანდიელი შერეული სტილის (MMA) მებრძოლი კონორ მაკგრერეორი გამოეხმაურა, რომელმაც დუელის ჩატარებაში თავისი მომსახურება შესთავაზა.
თუ ტომ კრუზი ნამდვილი მამაკაცია, რომ ეს გამოწვევა მიიღოს, მაშინ McGregor Sports and „Entertainment“, მისთვის ყველაფერს გააკეთებენ. გააჩნია კრუზს საკმარისი სულისკვეთება ბრძოლისა, როგორც ის ფილმებში ასრულებს? - წერს MacGregor.
ტვიტერის შემდეგ პოსტში, მან საბრძოლველად მსახიობი მარკ ვოლბერგი გამოიწვია.