ხარაგაულში შუა პალეოლითის ხანის კულტურული ძეგლი აღმოაჩინეს

18:29 06-10-2019
92

ხარაგაულში, კერძოდ ხანდებში, ახალი სარკინიგზო გვირაბის მიმდებარედ, არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს.

width=600

ექსპედიციის ხელმძღვანელი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეოანთროპოლოგიისა და პალეობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, დოქტორი თენგიზ მეშველიანი ამბობს, რომ ხარაგაულში შუა პალეოლითის, ე. წ. მუსტერული ძეგლის არსებობა დასტურდება.

მისივე ინფორმაციით, აღმოჩენილი მღვიმე სავარაუდოდ 50-60 ათასი წლის წინანდელია, დევის ხვრელზე ბევრად, დაახლოებით 10-11 ათასი წლით ძველი. აქ ორი კულტურული ფენა და მრავალი სახეობის ფაუნის ნაშთებია.

width=600

თენგიზ მეშველიანი ამბობს, რომ ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ხარაგაულისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, რადგან ასეთი არქაული ხანის ნაშთები ცოტაა.

აღმოჩენილ მასალებს დამუშავების შემდეგ ხარაგაული ისტორიულ მუზეუმს გადასცემენ.

ექსპედიციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 28 ივნისს ხარაგაულს იერუსალიმის უნივერსიტეტის არქეოლოგები ესტუმრებიან, რომლებიც დასავლეთ საქართველოში – წყალტუბოსა და ჭიათურაში არქოლოგიურ გათხრებს აფინანსებენ. თენგიზ მეშველიანი იმედოვნებს, რომ უცხოელი კოლეგები ხარაგაულში სამუშაოების გაგრძელებას დააფინანსებენ.

width=600

ხარაგაულში ექსპედიციის მოწყობით ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები შარშან დაინტერესდნენ, როცა დევის ხვრელში დამატებითი გათხრები ჩაატარეს. 

ავტორი: რუსა ღვანიძე