ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ გადაცემა „360 გრადუსში“ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი განცხადებით, მან მინისტრობის პირველივე დღიდან მოსთხოვა მთავრობას და სამინისტროს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკურად დასაბუთებული ანალიზი, თუმცა როგორც თავად ამბობს, ასეთი ანალიზი არ არსებობდა.
„ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით მქონდა მთელი რიგი კითხვები. წესით, ეს პორტი, უნდა მოემსახუროს ტვირთებს, რომელიც მოძრაობს ევროპასა და აზიას შორის. მაგალითად აზიიდან მომავალი ტვირთმა, ყაზახეთიდან ან ჩინეთიდან, ყველა შემთხვევაში, უნდა გაიაროს კასპიის ზღვაზე, მერე უნდა გაიაროს საქართველოს ტერიტორიაზე და შემდეგ შავ ზღვაზე. წარმოიდგინეთ, ტვირთი, რომელიც მოდის აზიიდან, უნდა მოვიდეს პორტში კასპიის ზღვაზე, უნდა გადაიტვირთოს გემზე, უნდა გადაიტვირთოს აზერბაიჯანში რკინიგზაზე, უნდა გადაიტვირთოს საქართველოში ისევ გემზე - ეს კი არის ძალიან რთული ლოჯისტიკა. ამიტომ ჩემთვის იყო ძალიან დიდი კითხვის ნიშანი, თუ ასეთი რთული ლოჯისტიკაა, როგორ მოუგებს ეს შუა დერეფანი თავის კონკურენტუნარიანობით სხვა ალტერნატიულ დერეფანს, რომელსაც დღეს იყენებენ გადამზიდავები. ამასთან დაკავშირებით, პირველივე დღიდან მოვითხოვე, კორსორციუმსაც და მთავრობასაც ვთხოვე და ძალიან დიდი ხანი ვეძებე სამინისტროში, რომ ჩემთვის ეჩვენებინათ ეკონომიკური დასაბუთების ანალიზი. პირდაპირ გეტყვით, რომ ასეთი ანალიზი არ არსებობდა“, - განაცხადა ქობულიამ.