ლეონარდო და ვინჩის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი „სამყაროს მხსნელი“ არაბეთის პრინცის იახტაზე იპოვნეს

11:51 06-11-2019
98

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი - ლეონარდო და ვინჩის „სამყაროს მხსნელი - საუდის არაბეთის პრინცის იახტაზე იპოვნეს.

 width=600

ლეონარდო და ვინჩის ნამუშევარი „სამყაროს მხსნელი, რომელიც აუქციონზე 450 მლნ დოლარად გაიყიდა, საუდის არაბეთში, არაბეთის პრინცის მოჰამედ ბინ სალმანის იაზტაზე - „Serene“ აღმოაჩინეს. ამის შესახებ პორტალი „Artnet.com“ ორ სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.  

პორტალ „Bloomberg“-ის ინფორმაციით 26 მაისის მონაცემებით, იახტა „Serene“, წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ეგვიპტის კურორტ შარმ ელ-შეიხში იმყოფებოდა.  

width=600

გაზეთ „The New York Times“-ის წყაროს ცნობით, და ვინჩის ნახატი - „სამყაროს მხსნელი 2017 წელს „Christieʼs“ აუქციონზე გაყიდვის შემდეგ გაუჩინარდა. მათი ინფორმაციით, ტილოს გამოფენა ლუვარის ფილიალში, აბუ-დაბიში იყო დაგეგმილი, მაგრამ ეს არ განხორციელდა.

„Christieʼs“-ის განცხადებით, ნახატი გადაეცა კერძო მფლობელს, რომლის სახელსაც არ ავრცელებენ. პორტალ „NYT“- ის თანახმად, ნამუშევარი - მუჰამედ ბინ სალმანის საკუთრებაშია.

width=500

ნახატი „სამყაროს მხსნელი, 2017 წელს რუსმა მილიარდერმა დიმიტრი რიბოლოვლევმა გაყიდა, რომელიც თავად ბიზნესმენმა, 2013 წელს შვეიცარიელ ივა ბუვიესგან 127.5 მილიონ დოლარად შეიძინა. რიბოლოვლევმა, ბუვიეს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და განაცხადა, რომ ტილო, ძველ ფასთან შედარებით 40 მილიონ დოლარზე მეტად გაყიდა. 

ექსპერტების ვარაუდით, „სამყაროს მხსნელი დაახლოებით 1500 წელს შეიქმნა. XVIII საუკუნეში ტილო დაიკარგა, ხოლო 1900 წელს გაიყიდა, როგორც და ვინჩის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი. 2007 წლის რესტავრაციის შემდეგ, რამდენიმე ექსპერტმა განაცხადა, რომ „სამყაროს მხსნელი“ თავად მხატვარმა დაწერა.

ლუვრის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნახატი ნამდვილად ლეონარდოს ნამუშევარია და არა რომელიმე სხვა მხატვრის.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდო და ვინჩის მიერ 500 წლის წინ დაწერილი „სამყაროს მხსნელი“(Salvator Mundi) ნიუ-იორკში, კრისტის აუქციონზე რეკორდულ ფასად, 450 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა. ნახატზე გამოსახულია ქრისტე, რომელსაც ხელში სამყარო უჭირავს.

1958 წელს ნამუშევარი აუქციონზე ლონდონშიც გაიტანეს, მაგრამ მაშინ ის 45 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ფასებს შორის ამხელა სხვაობა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ 2005 წლამდე ხელოვნებათმცოდნეები და კრიტიკოსები დარწმუნებულები იყვნენ, ნახატი და ვინჩის მოწაფეების მიერ იყო შესრულებული.

მიუხედავად იმისა, რომ 15 ნოემბერს ნამუშევარი რეკორდულ ფასად გაიყიდა, ბევრი კრიტიკოსი კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი და არ სჯერა, რომ “Salvator Mundi” ლეონარდო და ვინჩიმ დახატა.

ავტორი: რუსა ღვანიძე