EXCLUSIVE: „მთელი ცხოვრება ვიქნები ლიეტუვის ქართველი“ - 23 წლის ბიჭი, რომელიც ვილნიუსიდან თბილისში ფეხით ჩამოვა

13:22 06-11-2019
895

„პრაიმტაიმის“ რესპონდენტი 23 წლის ნიკო ამირგულაშვილია. ნიკა ლიეტუვაში დაბადებული ქართველია, რომელიც ვილნიუსიდან თბილისში ფეხით ჩამოსვლას აპირებს.

მან მოგზაურობა მე-3 დღეა, რაც დაიწყო და ჯამში 73 კმ გაიარა. ლაშქრობას დილით 8-9 საათზე იწყებს და დაახლოებით, 7 საათი გრძელდება. დღეში საშუალოდ 30 კმ გადის. „პრაიმტაიმი ნიკას დაუკავშირდა. 

ნიკო ამირგულაშვილი: „დავიბადე და გავიზარდე ვილნიუსში, ლიეტუვაში, ქართულ ოჯახში. დედ-მამა ქართველები მყავს, კახეთის რეგიონიდან. საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ. სკოლის პერიოდში, ზაფხულობით 3 თვით ვსტუმრობდი საქართველოს. უნივერსიტეტის დროს ხშირად ვერ ვახერხებდი ჩამოსვლას, მაგრამ ყოველ წელს კახეთში, ან თბილისში ვატარებდი დროს.

შარშანდავამთავრებიზნესიდამენეჯმენტისუნივერსიტეტი (ISM), პროფესიითვარბიზნესისდამენეჯმენტისანალიტიკოსი. 
width=600

- რატომ გადაწყვიტე ვილნიუსიდან თბილისში ჩამოსვლა?
- ორმა მომენტმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. პირველი ის ფაქტი, რომ მე ვარ ლიეტუვის ქართველი. მე არ ვარ არც ერთი და არც მეორე ქვეყნის სრულუფლებიანი წარმომადგენელი. მე ლიტვაში გავიზარდე, ლიტვაში დავამთავრე სკოლა და უნივერსიტეტი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ქართულ ოჯახში, ქართული ტრადიციებით, სტუმართმოყვარეობით და ქართული ფუნდამენტალური დონით. შესაბამისად, ჩვენ გამოგვდის ასეთი ლამაზი მიქსი, რომელსაც მე ვეძახი ლიეტუვის ქართველს. თუ არ ვცდები, შარშან დავიწყე ფიქრი და მივხვდი, რომ ეს ფაქტი არსად არ წავა. მთელი ცხოვრება ვიქნები ლიეტუვის ქართველი. ამიტომ მინდოდა ეს უნიკალური სიტუაცია კარგი მხრიდან გამომეყენებინა. სწორედ ამიტომ, დავიწყე ფიქრო თუ როგორ შემეძლო საქართველო და ლიეტუვა ერთმაენთთან დამეკავშირებინა, რადგან ორივე ქვეყანა ძალიან მიყვარს. ბოლოს, 3 წინ დაიბადა ეს იდეა და თუ რატომ ლაშქრობა? ეს არის ჩემი ჰობი. მიყვარს ბუნებაში გასვლა, სიარული და ნახევარი წლის წინ ვიყავი ესპანეთში Camino de Santiago- გზა გავიარე, დაახლოებით 800 კმ-ზე მეტი. 
width=600

- როგორ შეხვდა შენი ოჯახი შენს გადაწყვეტილებას? 
- ჩემს გადაწყვეტილებას ნერვიული თვალებით შეხვდნენ და ძალიან ნერვიულობენ, მაგრამ ამავე დროს მხარში მიდგანან. რაც შეეხება ხალხს, ისინი გაოცებულები და აღფრთოვანებულები არიან, რადგან ასეთი რამ ჯერ არავის გაუკეთებია. ვგრძნობ საზოგადოების დიდ მხარდაჭერას, ზოგი ფინანსურად მეხმარება, ზოგი აღჭურვილობით და ტანსაცმლით. ყველა მხარში მიდგას. პირველ დღეს, 75 ადამიანმა ჩემთან ერთად გაიარა პირველი 30 კმ. 
width=600

- რა გეგმები გაქვთ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ?
- ვაპირებ საქართველოს და ლიეტუვას ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას. როცა ჩამოვალ საქართველოში და იმედია ჩამოვალ, დავბრუნდები ლიეტუვაში და განვახოციელებ რამდენიმე პროექტს, რომლებზეც უკვე ვფიქრობ. ერთ-ერთი არის ფონდი, რომელიც დააფინანსებს ასეთ პროექტებს. თუ საზოგადოებას აქვს ლაშქრობის სურვილი ან სხვანაირი ფორმით აშენოს ხიდები ლიეტუვას და საქართველოს შორის, მაშინ ეს ფონდი ამ ხალხს დაეხმარება. 

ავტორი: თეონა აბესაძე