მსახიობმა გვინეტ პელტროუმ ქორწინების იდეალური ფორმატის შესახებ, გულახდილად ისაუბრა.
გამომცემლობა„The Sunday Times“-თან ინტერვიუში გვინეტ პელტრომ განაცხადა, რომ ბრედ ფელჩაკი და მსახიობი, რომლებიც გასულ წელს დაქორწინდნენ, ლოს-ანჯელესში სხვადასხვა სახლებში ცხოვრობენ.
ისინი, კვირაში ოთხ ღამეს ატარებენ ერთად და როდესაც მისი მეუღლის შვილები - იზაბელა და ბროდი შაბათ-კვირას სტუმრად მოდიან, გვინეტი თავის სახლში ბრუნდება.
„ეს ყველაფერი ძალიან პრაქტიკული და მიმზიდველია, - აღნიშნა პელტროუმ.
გამოცემის „Goop“-ის დამფუძნებელმა დაამატა, რომ სწორედ მან მოიფიქრა ინტიმის მასწავლებელთან კონსულტაციის შემდეგ, ამ სახის ხელშეკრულება, ითვლება, რომ ამგვარი ურთიერთობა ქმნის „პოლარულობას ქორწინებაში, რომელიც სიყვარულზე და ვნებაზე კარგად მოქმედებს.
ჩემი ყველა მეგობარი ამბობს, რომ ჩვენი ცხოვრების გრაფიკი იდეალურია და არაფერის შეცვლას არ ვაპირებთ- ამბობს გვინეტი.
თუმცა, რა არის გასაოცარი? მსახიობი ყოველთვის გამოირჩეოდა ქორწინებაში პროგრესული შეხედულებით. მაგალითად, ყველა ოჯახურ დღესასწაულს, მის ყოფილ ქმართან, მსახიობ კრის მარტინთან და მის საყვარელთან, მსახიობ დაკოტა ჯონსონთან ერთად ატარებს. გვინეტი, 15 წლის ქალიშვილის - ეპლი ადა 13 წლის ვაჟის - მოზესის დედაა.
და როგორ მოგწონთ სასიყვარულო ურთიერთობების მეოთხე ვარიანტი?