ნაომი კემპბელი 49 წლის ასაკში კვლავ უაღრესად გამოცდილ მოდელად რჩება - 90-იანი წლების სუპერვარსკვლავი, რამდენიმე ხნის წინ „Valentino“-ს სახე გახდა.
თუმცა ნაომის 67 წლის დედა - ვალერი მორის-კემპბელი, სილამაზით ნამდვილად არ ჩამორჩება. ახალი კამპანიის „JD Williams“-ის ბრენდის ჩვენებამ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, თუ ვისი გენები აქვს სუპერმოდელს!
ვალერი, რამდენიმე ხნის წინ პლაჟის კოლექციის რეკლამაში გამოჩნდა, რომელიც საცურაო კოსტიუმებსა და საზაფხულო კაბებში პოზირებს, რომლის გადაღებები საბერძნეთში მიმდინარეობდა.
ვარსკვლავის დედა, მოდის ჩვენებაზე რამდენიმე ხნის წინაც მონაწილეობდა - გასული წლის ბოლოს, ვალერი ბრიტანული ბრენდის „Burberry“-ის ჩვენებაზე პოზირებდა.
„ცხოვრებაში ისეთი პერიოდი მაქვს, როცა საკუთარ თავზე გაცილებით მეტს ვფიქრობ და ვაკეთებ ყველაფერს, რაც მსურს. და ეს ძალიან მაცოცხლებს. როგორ მომწონს საკუთარი თავი 67 წლის ასაკში საცურაო კოსტიუმით პოზირების დროს? რატომაც არა?
ხანდაზმულობა არ ნიშნავს იმას, რომ როდესაც თქვენ სანაპიროზე ან შვებულებაში იმყოფებით, უნდა დამალოთ თქვენი სხეული. თავდაჯერებულობა, ჩემთვის დიდი კომფორტია,“ - ამბობს ვალერი.
ნაომის, დედასთან ახლო ურთიერთობა აქვს - ისინი, წითელ ხალიჩაზე და ღონისძიებებზე და ზოგჯერ პოდიუმზეც კი, ხშირად ერთდ პოზირებენ!
შეგახსენებთ, რომ დეფილეზე დედა-შვილი ერთად, პირველად, 1993 წელს „Mugler“-ის ჩვენებაზე დააფიქსირეს.