წელს, სანაპიროზე 250-მდე მაშველი იმუშავებს. მათ შორის, 20 გოგონა იქნება. გოგონები ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან. სტუდენტებმა ფიზიკური მომზადება უკვე გაიარეს. ახლა კი წყალზე სამაშაშველო ღონისძიებების სპეციფიკას სწავლობენ.
მაშველები აჭარაში სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნებიან აღჭურვილები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით მაშველთა რაოდენობა 50-ით გაიზარდა.