საარჩევნო საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფორმატში სისტემის ცვლილებაზე მსჯელობა არ იქნება - ირაკლი კობახიძე

13:37 06-13-2019
38

პარლამენტში, საარჩევნო საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფორმატში სისტემის ცვლილებაზე მსჯელობა არ იქნება. განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ თემაზე პარლამენტი იმსჯელებს სხვა ფორმატში, კერძოდ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს დღეს 250 000-ზე მეტ ხელმოწერასთან ერთად წარედგინა.

„სამუშაო ჯგუფის არსებული ფორმატი მთლიანად მიეძღვნება მნიშვნელოვანი რეკომენდაციების, მათ შორის ოდირის მიერ შემუშავებული 27 რეკომენდაციის განხილვას. საუბარია პარტიების დაფინანსების წესის, კომისიების დაკომპლექტების, სიძულვილის ენის დაუშვებლობის და სხვა საკითხებზე. რაც შეეხება ხელმოწერებს, ამ შემთხვევაში არა ჩვენი ნება, არამედ ვალდებულებაა პროცესში ჩავერთოთ და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ვიმსჯელოთ სისტემის ცვლილების ვადებთან დაკავშირებით“,- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.