ჯორჯ კლუნიმ, მეგა მარკლს და პრინც ჰარის ლამაზი, კეთილი და მხიარული ადამიანები უწოდა

15:26 06-13-2019
125

მეგან მარკლისა და ჯორჯ კლუნს შორის მჭიდრო კავშირის დეტალები გამოვლინდა. ამის შესახებ, ჰოლივუდის მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.

ვარსკვლავმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მათი მჭიდრო ურთიერთობა, სასექსის ჰერცოგინიას ინგლისში ჩამოსვლის შემდეგ დაიწყო.

ისინი ერთად ატარებდნენ დროს და შეხვედრებსაც ერთად აწყობდნენ. მეგანი და მისი შეყვარებული ხშირად დადიოდნენ მსახიობის და მისი რჩეულის ამალის ვილაში, რომელიც კომოს ტბაზე მდებარეობს.

პირველად, სამეფო ოჯახის და ვარსკვლავური წყვილის მეგობრული ურთიერთობები, პრინცი ჰარის და მარკლის ქორწილის ცერემონიის შემდეგ დაიწყო. მაგრამ დეტალები, იმ დროს, ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი.

ისინი ერთმანეთის მეზობლები იყვნენ, ამის გამო ოთხივე ერთად ატარებდა დროს.

სონინგში, მათი სახლები ერთმანეთთან იმდენად ახლოს არის, რომ წყვილებს საშუალება ჰქონდათ ერთმანეთი ხშირად მოენახულებინათ. ჯორჯ კლუნიმ ისაუბრა ასევე, სამეფო წყვილის პირადი ურთიერთობების შესახებ.  

კლუნიმ მათ ლამაზი, კეთილი და მხიარული ადამიანები უწოდა. გარდა ამისა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ, „შეუიარაღებელი“ თვალით ნათლად ჩანს, როგორ უყვართ ერთმანეთი მეგანს და ჰარის. 

  

ავტორი: რუსა ღვანიძე