„უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ნულამდე დავიყვანოთ უბედური შემთხვევები“ , - ამის შესახებ კახა კალაძემ შრომის უსაფრთხოების საუბრისას განაცხადა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, შრომის რეგულაციების გატარების შემდეგ, უბედური შემთხვევები შემცირებულია,რაც არ ნიშნავს იმას, რომ სასურველი შედეგი მიღწეულია.
„მე კარგად მესმის, რომ შეიძლება ყველანაირი უსაფრთხოება იყოს დაცული, მაგრამ უბედური შემთხვევა მაინც მოხდეს, მაგრამ ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ჩვენ მივიღებთ მათი მხრიდან შენიშვნებს, მოსაზრებებს და ეს თემა იქნება აუცილებლად მოგვარებული. ამ პროცესში ჩართულია ცენტრალური ხელისუფლება პრემიერის ხელმძღვანელობით. ჩართულია პარლამენტი, ბიზნესომბუდსმენი იყო მოწვეული და ყველა უწყება ერთიანი კოორდინაციით შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, დეველოპერებმა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებმაც უნდა გაითავისონ, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე.
ძალიან მნიშვნელოვანი არის მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება. დედაქალაქის მერიამ რეგულაციებიც კი გაამკაცრა, რომ მაქსიმალურად იყოს ადამიანების უსაფრთხოება დაცული. კანონში განხორცხიელდა მთელი რიგი ცვლილებები. დღეს გვქნდა შეხვედრა დეველოპერებთან, სამშენებლო სექტორთან. თითოეულმა მათგანმა უნდა გაითავისოს, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უსაფრთხოება, დაცულობა, ძალიან ბევრია შემთხვევები მშენებლობებზე ჩაფხუტის გარეშე მომუშავე ადამიანები, მაღალ სართულზე, ფასადზე მომუშავე ადამიანები შესაბამისი დასაბმელი თოკების გარეშე. უამრავია ასეთი შემთხვევა. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ იყოს ზედამხედველი, ვინც უსაფრთხოების მიმართულებით იზრუნებს ამ ყველაფრის მოწესრიგებაზე, - განაცხადა კალაძემ.