13 ივნისის სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ 8 მილიონი ლარი დახარჯა - კახა კალაძე

17:04 06-13-2019
47

„13 ივნისის სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ჯამში 8 მილიონი ლარი დახარჯა“ , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ “ქართუს” დედაქალაქის მხარდაჭერისთვის.

„13 ივნისი არის ერთობის ერთგვარი სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დიდი ტრაგედია იყო, მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, თუ როგორი გაერთიანდა აბსოლუტურად ყველა, მიუხედავად ასაკისა. როდესაც 13 ივნისის დილა გათენდა და ვნახეთ, როგორ მდგომარეობაში იყო ჩვენი ქალაქი, ვფიქრობდით, რომ შეუძლებელი იქნებოდა მისი მოწესრიგება, თუმცა ერთად დგომამ, თანადგომამ ყველაფერი შეგვაძლებინა - დაწყებული ახალგაზრდებით, უწყებებით, ბიზნესსექტორის ჩართულობით. გვახსოვს, როგორი შემოწირულობები კეთდებოდა. არ შემიძლია, არ აღვნიშნო „ფონდი ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 8 მლნ გადმორიცხა იმისთვის, რომ მოწესრიგებული ყოფილიყო ინფრასტრუქტურა და კომპენსაციები მიეცათ დაზარალებულებისთვის,” - განაცხადა კახა კალაძემ.