საბრალდებო დასკვნა - ერთი წლის ბავშვმა ექთანს ნემსი გამოგლიჯა და თვალში იჩხვლიტა

14:48 06-14-2019
225

18 წლის გოგონას, თვალის დაზიანებისათვის ტელ-ჰა-შომერის კლინიკა „შიბა“ 400 000 შეკელის (ისრაელის ფულის ერთეული)კომპენსაციას გადაუხდის - სასამართლოს გადაწყვეტილება ორშაბათს, 10 ივნისს გახდა ცნობილი.

width=600

2002 წელს დაწყებული საქმის გამოძიება, რამდენიმე დღის წინ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ 1 წლის ბავშვი, რომელიც პნევმონიით დააავადდა, საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაიყვანეს. გოგონას მკურნალობის დროს, ინტრავენური ანტიბიოტიკი დაუნიშნეს.

width=600

ადვოკატებმა ასაფ უზირიმ და დენ ბენ-შაბათმა განაცხადეს, რომ ბავშვის მამას, ინტრავენური კათეტერის დადგმის მომენტში სურდა, რომ ბავშვის გვერდით ყოფილიყო, მაგრამ ექიმებმა ურჩიეს, რომ გარეთ დალოდებოდა.   

ვენაში კათეტერის ჩასმა, ექიმმა ბავშვის მკლავზე სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ მან, კათეტერის თავიდან დაყენება გადაწყვიტა.  

ექთანი, რომელიც ცდილობდა კათეტერის ვენაში ჩასასმას, ბავშვმა გამოსტაცა და ნემსით თვალისა და ცხვირის არე დაიზიანა. სანამ ექიმი და ექთანი გარკვეულ ზომებს მიღებდნენ, ბავშვა ნემსის ჩხვლეტა თვალში, 5-ჯერ სცადა.

გოგონა, დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამკურნალოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც სისხლდენის შესაჩერებლად და ბადურიდან სითხის გამოყოფის თავიდან ასაცილებლად, სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ამის შემდეგ ბავშვს კომპიუტერული ტომოგრაფია - CT ჩაუტარდა, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ნემსის წვერი, თვალში არ იყო მოხვედრილი.  

როგორც აღმოჩნდა, ტრავმის შედეგად ბადურა დაზიანდა. ახლა გოგონა 18 წლისაა, მას შეზღუდული აქვს მხედველობა თვალის ქვედა ნაწილსი. მოსარჩელე მხარის ექსპერტის ინფორმაციით, დიაგნოზის მიხედვით გოგონა, 26%-ით ინვალიდია.  

საბრალდებო დასკვნა ექიმებისა და ექთნის წინააღმდეგ:

ექიმის და ექთნის წინააღმდეგ, საბრალდებო დასკვნა იქნა გამოტანილი. ისინი, პროცედურის დროს დაუდევრობასი და უყურადღებობაში დაადანაშაულეს, წესების მიხედვით, ბავშვისტვის საშიში საგანი უნდა გამოერთვათ და საპროცედურო ოთახში მისი ქმედებები დაეცვათ.

მსოფლიო სასამართლომ ორივე მედპერსონალს, 120 საათიანი საზოგადოებრივ სამსახურში მუშაობა და 10,000 შეკელის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაუდგინა.

ბავშვის მშობლებმა ქალიშვილზე მიყენებული ზიანის გამო, საავადმყოფოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.

გასულ კვირას მეგობრული შეთანხმება გაფორმდა, რის მიხედვითაც, დაზარალებულს კომპენსაცია 400,000 შეკელის ოდენობით გადაეცემა.

ავტორი: რუსა ღვანიძე