„თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ წუთებში აქცია სახელწოდებით „სახელმწიფო, სად ხარ?!“ მიმდინარეობს.

პარალელურად კონტრაქციას „ქართული მარში“, ლევან ვასაძე და სასულიეორ პირები მართავენ

„საქართველოს პიდარასტების გარეშე გაუმარჯოს“
„სოდომისტების ცხოვრების წესს არასდროს მიიღებს ქართველი ერი“

„წადით ამ ქვეყნიდან შეგვეშვით, წადით ჰოლანდიაში“
ასეთი შეძახილებით შეხვდნენ კონტრაქციის მონაწილეები ლგბტ თემის აქციას.
აქციაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.


„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების შეძახიელბი ასეთი იყო:
„არა ფაშიზმს!“; „ლესბოსელებისთვის“; „გეებისთვის“

ბოლო ინფორმაციით, კანცელარიასთან დაკავებულია 8 ადამიანი. რვავე კონტრაქციის მონაწილეა. მათ პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ცნობისთვის, 18-23 ივნისის ჩათვლით თბილისში პრაიდის კვირეული გაიმართება. როგორც „პრაიმტაიმს“ ღირსების მარშის ორგანიზატორებმა განუცხადეს, რამდენიმე ადგილი შერჩეული აქვთ, თუმცა მათი დასახელებისგან თავს იკავებენ.