ომანის ყურეში ტანკერებზე თავდასხმაში ტრამპი ირანს ადანაშაულებს

20:22 06-15-2019
27

„დანამდვილებით ირანმა გააკეთა ეს. თქვენ დაინახეთ იქ გემი, ვფიქრობ, ერთ-ერთი მათგანი სწორედ ირანული იყო, რომელიც არ აფეთქდა“, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

დონალდ ტრამპს არ უთქვამს კონკრეტულად რა ზომებს მიმართავს, თუმც აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.

ომანის ყურეში ნავთობ ტანკერებზე აფეთქებები რამოდენიმე დღის წინ მოხდა. ხომალდები ცეცხლში გაეხვა. ორივე ტანკერზე მყოფი ეკიპაჟის 44 წევრი მაშველებმა გადაარჩინეს. სამაშველო ოპერაცია ირანმა ჩაატარა.

ერთი ტანკერი ნორვეგიულ კომპანიას ეკუთვნის, მეორე კი პანამაში რეგისტრირებულ კომპანიას.

ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ტანკერები დანაღმული იყო ან მათ წყალქვეშა ჭურვები ესროლეს.