„როდესაც მოქალაქეთა ორი ჯგუფი ერთმანეთს უპირისპირდება, ასეთ დროს სახელმწიფოს მხოლოდ შეუძლია შუაში ჩადგომა და მხარეების დაცვა“ , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
სახელმწიფო კანცელარიასთან განვითარებული მოვლენების განმუხტვაში ირაკლი კობახიძემ მადლობა შსს გადაუხადა.
გუშინ, 14 ივნისს, 7 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ აქცია გაიმართა, ისინი საპატრიარქოს განცხადების გაპროტესტებას აპირებდნენ.
პარალელურად მიმდინარეობდა კონტრაქცია, სადაც სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ.
კონტრაქციაზე მივიდა ლევან ვასაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ პრაიდის ჩატარებას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს. ამ ორ საპროტესტო აქციას, ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფდა.
„თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა, მონაწილეებმა და მხარდამჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორია პოლიციის თანხლებით დატოვეს.