დედაქალაქის მერი კახი კალაძე და მისი მეუღლე ანუკი არეშიძე ჯვრისწერის შემდეგ გრანდიოზული ტორტს ჭრიან.
ტორტის გაჭრის ვიდეოს სოციალურ ქსელში, მერის პრესსამსახურის თანამშრომელი ავრცელებს.
თბილისის მერმა კახი კალაძემ მის მეუღლეზე, დიზაინერ ანუკი არეშიძეზე ჯვარი დღეს დაიწერა.
წყვილის ჯვრისწერა კახეთში, გრემის მონასტერში შედგა. როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, მათი მეჯვარეები ილია წულაია და იაშკა იაშვილი არიან.
კახი კალაძე და ანუკი არეშიძე წლების წინ შეუღლდნენ და მათ უკვე ოთხი შვილი ჰყავთ, თუმცა წყვილს ჯვარი ამ დრომდე არ ჰქონდა დაწერილი.