საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტს ეწვია.
პრეზიდენტმა, აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა პრეზიდენტს, არსებული ვითარებისა და იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია როემლიც აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტში.
პრეზიდენტმა ახალი თანამედროვე სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრი დაათვალიერა , რომელიც ,,ქართუ ჯგუფის მხარდაჭერითა და ჯანდაცვის
სამინისტროს ხელშეწყობით აშენდა.ცანტრი ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებთან ერთად, ფილტვების სხვა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს მოემსახურება.
ასევე, საქართველოს პრეზიდენტი ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტციის პროცესს გაეცნო, გოგირდის აბანოები, რემერტის ხიდი, აბასთუმნის დედათა მონასტერი და ახალი ზარზმის მონასტერი დაათვალიერა.
დღესვე პრეზიდენტი სოფელ უდეში, ანთიმოზ ივერიელის მონასტერს ეწვია, მონსტრის მარნები დაათვალიერა და მონასტერში დაწურული ღვინო დააგემოვნა, ხოლო წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში კი დედათა ხელსაქმეს გაეცნო.
დაგეგმილია ასევე სალომე ზურაბიშვილის სტუმრობა აბასთუმნის ობსერვატორიასა და ევგენი ხარაძის სახელობის მუზეუმში.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტს ეწვია
