ავეჯის სახლმა „ნიტამ“ ვიცე-მისტერ ვალენტინებს სპეციალური პრიზი გადასცა

12:24 06-17-2019
550

ავეჯის სახლი „ნიტა”, რომელიც „წლის კომპანიების“ დაჯილდოვებაზე საუკეთესო და ავეჯის სახლად დასახელდა, სოციალურ აქტივობებს აგრძელებს.

ავეჯის სახლის დირექტორმა მირანდა ხეცურიანმა „ვიცე-მისტერ ვალენტინებს“ - ერეკლე ბაჯაძესა და ზურა კვაჭაძეს ავეჯის სახლი „ნიტას“ სპეციალური პრიზი - სავარძლები გადაეცა.

წარმატებულმა და ფიზიკური გარეგნობით გამორჩეულმა ახალგაზრდა კონკურსის მონაწილეებმა, ჟიურის წევრისა და „ავეჯის სახლ-ნიტას“ ხელმძღვანელის მიერ სპეციალურმა პრიზმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ზურა კვაჭაძე: „პრიზი მართლაც ძალიან კარგია. სავარძლები გადმოგვცა ავეჯის სახლმა „ნიტამ“. მეორე ვიცე-მისტერ ვალენტინი გავხვდი. ამ კონკურსმა ბევრი მეგობარი და ცხოვრებისეული დიდი გამოცდილება შემძინა. გამარჯვება ვისაც ეკუთვნოდა, ნამდვილად მან მოიპოვა“. 

ერეკლე ბაჯაძე: „მისტერ ვალენტინის კონკურსი ჩემთვის ახალი დამატებითი გამოცდილების და შესაძლებლობების გამოყენების კარგი შესაძლებლობა იყო. ამ კონკურსის შესახებ გავიგე მეგობრებისგან და გადაწყვეტილებაც მარტივად მივიღე, რადგან ყოველთვის ვცდილობ ახალ გამოწვევებს დავთანხმდე და უარი არ ვთქვა. კონკურსმა შემძინა ძალიან დიდი გამოცდილება, არა მარტო კონკურსის საკითხში არამედ ხალხთან ურთიერთობაშიც. ობიექტური ჟიურის გადაწყვეტილებით გავხდი პირველი ვიცე მისტერ ვალენტინი. სააგენტო “ბესთ მოდელისს” რჩეული, რის გამოც პარიზის საგზური მერგო საჩუქრად. ასევე ვარ ავეჯის სახლი “ნიტას” რჩეული,”- 

ავეჯის სახლის დირექტორი მირანდა ხეცურიანის განცხადებით, გასულ წელს მათი რჩეული „მისტერ ვალენტინი“ 2018 იყო, მიმდინარე წელს კი „ნიტას სახლმა“ გადაწყვიტა, რომ სპეციალური პრიზი ვიცე-მისტერ ვალენტინებისათვის გადაეცათ.

მირანდა ხეცურიანი: „23 ბიჭს შორის „ნიტას“ სახლს ის ორი რჩეული ჰყავს, რომელსაც ავეჯის სახლმა სპეციალური პრიზი გადასცა. ღირსეული ბიჭები და ძალიან კარგი ადამიანები არიან. ობიექტურები ვიყავით ჟიურის ყველა წევრი და ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. ჩვენმა სახლმა ბიჭებს სპეციალურად მათთვის დამზადებული ორი მოძრავი სავარძელი გადასცა“.

თანამედროვე მოდური დიზაინის ავეჯის სახლი „ნიტა“ 2017 წელს ქალაქ ქუთაისში, ბიზნესმენ კახაბერ ლევიძის მიერ გაისხნა, რომელიც თითქმის 23 წელია, რაც აღნიშნულ ბიზნესში მოღვაწეობს. ავეჯის სახლი „ნიტა“ ერთ სივრცესა და კომფორტულ გარემოში სთავაზობს მომხმარებელს თანამედროვე დიზაინის ფართო არჩევანს.

„ნიტა“ თანამშრომლობს ოთხ ქვეყანასთან, კერძოდ თურქეთთან, ეგვიპტესთან, ჩინეთთან და დუბაისთან. 2018 წელს, მან ხელშეკრულება გააფორმა თურქეთის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან - Weltew Home და ერთობლივი კავშირით ბაზარზე შემოიტანა მაღალ სტანდარტებზე დამზადებული სუპერ თანამედროვე პროდუქცია, რაც წარმოადგენს ექსკლუზივს საქართველოში.

„მისტერ ვალენტის“ კონკურსი საქართველოში უკვე 11 წელია ტარდება. იდეის ავტორი ტელე-წამყვანი გია ჯაჯანიძეა, 2012 წლიდან კი კონკურსს ორგანიზებას სამოდელო სააგენტო „Best Models Agency“ და კახი ხაბეიშვილი უწევს.