NASA- ს კოსმოსური ხომალდი ასტეროიდ ბენუს ყველაზე ახლოს მიუახლოვდა

12:53 06-17-2019
199

„NASA“- ს კოსმოსური ხომალდი - ზონდი „OSIRIS-REx“ ატმოსფეროში ასტეროიდებს ყველაზე ახლოს მიუახლოვდა. 

width=600

„NASA“ იმედოვნებს, რომ ასტეროიდის ნახვა 01:22წთ-ზე გახდა შესაძლებელი. 

CNN-ის ინფორმაციით, ის ბნელი ადგილი, სადაც კოსმოსური სივრცეა, „NASA“- ს მისიით, „OSIRIS-REX“ მიუხლოვება ასტეროიდს, რადგან ახალ ასპექტში შეისწავლოს. 

width=600

მისიის სრული სახელის აბრევიატურა ასე გამოიყურება – „OSIRIS-REx“, რომლის  მიზანია, ასეთივე სახელის მქონე კოსმოსური აპარატის ასტეროიდისკენ გაგზავნა, ნიმუშების აღება და დედამიწაზე გამოგზავნა.

კოსმოსური სააგენტო აცხადებს, რომ მანევრის შემდეგ კოსმოსური ხომალდი „NASA“, პლანეტარული ორგანოს შესაწავლად ორბიტაზე ყველაზე ახლოს გაივლის, ვიდრე ოდესმე.

მისია ცოტა ხნის წინ ახალ ფაზაში შევიდა, როდესაც კოსმოსური ხომალდი 2,231 ფუტის სიმაღლეზე იწყებს ბრუნავს ან, ასტეროიდ ბენუს(Bennu) ზედაპირზე 0.4 მილის დაშორებით იქნება.   

width=600

ასტეროიდთან ამ მანძილზე, ის აგვისტოს მეორე კვირის დასაწყისამდე დარჩება.  

კოსმოსურმა ხომალდმა წინა რეკორდი დაიბრუნა, რომელიც 4,224 ფუტის სიმაღლეზე ბრუნავდა ან ბენუდან 0.8 მილის დაშორებით იმყოფებოდა.

საბოლოო მიზანი

„OSIRIS-REx“, რომელიც იკვლევს წარმოშობას, სპექტრალურ მონაცემებს ინტერპრეტაციის დროს, რესურსების იდენტიფიკაციას, „Security-Regolith Explorer“,  „NASA“-ს პირველი მისია - ასტეროიდებზე ნიმუშების შეგროვებაა.  

ეს არის შვიდწლიანი მისია. კოსმოსური ხომალდი, რომელიც 2016 წლის სექტემბერში გაუშვეს, ბენუს 2018 წლის დეკემბერში მიუახლოვდა.   

კოსმოსური ხომალდი, ასტეროიდ ბენუზე მოულოდნელ აღმოჩენებს აკეთებს.

„პრიმიტიულ ასტეროიდებზე ამ ნიმუშების შეგროვება, ხელს შეუწყობს მეცნიერებს დადგინონ, რომ მზის სისტემის ფორმირება, 4.5 მილიარდ წელიწადზე მეტს ითვლის, - ამბობს NASA.

ბენუ - არის დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე ასტეროიდი, რომელიც ჩვენს პლანეტას უფრო ახლოს მიუახლოვდება, ვიდრე 2135 წელს მთვარე, და კიდევ უფრო ახლოს, ვიდრე 2175 და 2195 წლებში.

width=590

მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა ბენუს დედამიწასთან შეჯახების ალბათობა,  „OSIRIS-REX“- ს ინფორმაცია შესაძლოა დაეხმაროს მეცნიერებს, იმის გაგებაში, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ახლომდებარე ასტეროიდების დედამიწასთან შეჯახების საფრთხე.

მეცნიერებმა, უამრავი საინტერესო დაკვირვება მოახდინეს - მათ აღმოაჩინეს ჩამოვარდნილი ნამსხვრევების ნაწილაკები. ეს აღმოჩენა ნიშნავს, რომ ბენუ არის იშვიათი აქტიური ასტეროიდი, რომელიც რეგულარულად ისვრის ნაწილაკებს სივრცეში.

width=600

კოსმოსური ხომალდი დედამიწაზე, სავარაუდოდ 2023 წლის სექტემბერში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ბენუ პირველად 1999 წელს შენიშნეს. მისი დიამტრს 500 მეტრია. დედამიწასთან შეჯახების შემთხვევაში, აფეთქების სიმძლავრე ჰიროსიმას ბომბს 30 000-ჯერ გადააჭარბებს, რაც 60 ასმეგატონიანი წყაბადის ბომბის აფეთქების ტოლფასია. 2016 წელს, მის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით კოსმოსური ზონდი OSIRIS-REX გაუშვეს. ნოემბერში ზონდი ასტეროიდს მიუახლოვდება, ფოტო და ვიდეო გადაღების შემდეგ კი მასზე დაეშვება.

ზონდი „OSIRIS-REx“-მა სტარტის აღება 2016 წელს დაიგეგმა, როცა ბენუ საკმაოდ ახლოს მოვა დედამწიასთან. 2016 წელს აპარატი მონაცემებისა და გრუნტის ნიმუშების აღებას შეუდგება, რომელთა დედამიწაზე დაბრუნება 2023 წლამდე უნდა მოხდეს.

ამ მისიით მიღებული მონაცემები, მკვლევარებს რობოტის მიერ გამოჭერილი ასტეროიდის ზედაპირზე, ასტრონავტების გადასასხმელად მომზადებაში დაეხმარება(ასტრონავტები ასტეროიდზე გადასხდებიან). ეს ყველაფერი 2019 წლის მერე უნდა განხორციელდეს.

ასტეროიდები პოტენციურად საშიშ ობიექტებად ითვლება. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ 2880 წლის 16 მარტს დედამიწას, ასტეროიდთან – 1950 DA, საბედისწერო შეხვედრა ელოდება.

დღეს არსებული ინფორმაციით ბენუ დედამიწას შესაძლოა 2136 შეეჯახოს. იქამდე 100 წლით ადრე 2036 წელს 1:45000-თან ალბათობით 370 მეტრის სიგრძის აპოფიზის შეჯახების საფრთხე არსებობს. ასტეროიდის მოგერიების რამდენიმე ხერხი არსებობს. პრაქტიკაში ის ჯერ არავის გამოუყენებია, მაგრამ მაინც ყველაზე უფრო ეფექტურად მისი ტრაექტორიის შეცვლა განიხილება.

ავტორი: რუსა ღვანიძე