ყველა უნდა დამნებდეთ... - რას ამბობდა წლების წინ ლევან ვასაძე პოლიტიკაში წასვლაზე

15:29 06-17-2019
2393

რამდენიმე დღეა ბიზნესმენ ლევან ვასაძის აქტიურობას საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

ნაწილი მის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს დადებითად აფასებს, ნაწილი კი კატეოგიულად ემიჯნება.

„პრაიმტაიმი“ მოკლედ შეგახსენებთ, ლევან ვასაძის საჯარო აქტიურობისა და განცხადებების ქრონოლოგიას.

ლევან ვასაძე 2009 წელს საქრთველოში დაბრუნდა და ოჯახთან ერთად გააგრძელა ცხოვრება.

ინფორმაცია, ბიზნესმენის პრეზიდენტის კანდიდატად შესაძლო არჩევის შესახებ, პირველად 2004 წელს გავრცელდა.

ჯერ კიდევ 2010 წელს სოციალურ ქსელში გავრცელდა კლიპი, სახელწოდებით - „ბედნიერებამ მითხრა ნუ მეძებ“, რომელსაც „წინასაარჩევნო კლიპიც“ კი უწოდეს, სადაც საკუთარ ლექსებს კითხულობენ არქიმანდრიტი შიო (2017 წლიდან საქარტველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე) და ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომლის ავტორი და რეჟისორია კობა ცხაკაია.

2013 წლის 17 მაისს, სასულიერო პირების ინიციატივით მოწყობილ მსვლელობას ლგბტ აქტივისტების აქციის წინააღმდეგ რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ლევან ვასაძე შეუერთდა.

მაშინ ვასაძე აცხადებდა, რომ იმ ქალაქში, სადაც 100 ათასმა მოწამემ სარწმუნოებისთვის გასწირა თავი, გარყვნილების აღლუმი ეროვნულობის და ტრადიციების შეურაცხყოფაა. „თბილისი არ არის ამსტერდამის წითელი ფარნების კვარტალი. ” - აცხადებდა ლევან ვასაძე.

2014 წლის მაისში, ბიზ­ნეს­მენ­მა ვასაძემ „ტე­ლე­ი­მე­დის“ გა­და­ცე­მა „რე­აქ­ცი­ა­ში“ სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, მისი პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლას არ აპირებს და ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არის სრუ­ლი ჭორი.

„არ ვუ­მიზ­ნებ არა­ნა­ირ პო­ლი­ტი­კურ სტა­ტუსს. ეს ჭო­რე­ბი ჩემ­ზე პირ­ვე­ლად ქარ­თულ მე­დი­ა­ში 2004 წელს გა­მოჩ­ნდა, მა­შინ მე გახ­ლდით 34 წლის, დღეს არის 2014 წელი მე ვარ თით­ქმის - 44 წლის და აი, ამ 10 წლი­ა­ნი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ასო­ბით, თუ არა უფრო მეტი პუბ­ლი­კა­ცია, კო­მენ­ტა­რი თუ ტე­ლე­რე­პორ­ტა­ჟი გა­კეთ­და ამ თე­მა­ზე. თუ ათი წლის მერე მე წა­ვალ პო­ლი­ტი­კა­ში, ე.ი. არ ყო­ფი­ლა თქვე­ნი საშ­ვე­ლი, ყვე­ლა უნდა დამ­ნებ­დეთ, იმი­ტომ, რომ მე რა­ღაც სა­ო­ცა­რი გან­ჭვრე­ტის და ათი წლით ადრე რა­ღა­ცის გათ­ვლის უნა­რი მქო­ნია. ამი­ტომ რო­გორც ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, რომ მე არ მივ­დი­ვარ პო­ლი­ტი­კა­ში, ამას ვა­დას­ტუ­რებ დღე­საც, არ მჯე­რა მისი, რო­გორც სპორ­ტის სა­ხე­ო­ბის, არ მიყ­ვარს ის და არ ვა­პი­რებ პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლას“, - აცხადებდა ლე­ვან ვა­სა­ძე.

ცნობისთვის, ლევან ვასაძე 1990-1991 და 1993-1995 წლებში აშშ-ში ცხოვრობდა, სწავლობდა და მუშაობდა.

1995-2007 წლებში მისი ბიზნესსაქმიანობა რუსეთს უკავშირდება. 2008-2009 წლებში კი, ინგლისს. 2009 წლიდან კი, კვლავ განაგრძობს ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრებას.

1990-1991 წლებში სწავლობდა და გადიოდა ტრეინინგებს, ნიუ-იორკის შტატის სენტ-ლოურენსის უნივერსიტეტში მინერალოგიასა, სტრუქტურულ გეოლოგიასა და ამერიკულ ლიტერატურაში. 1993 წელს, სწავლობდა ვაშინგტონის ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლასთან არსებულ უმაღლესი მენეჯმენტის ინსტიტუტში.

2006-2007 წლებში, სწავლობდა მოსკოვის წმინდა ტიხონის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, სადაც მოციქულთა და პატერიკის შემსწავლელ კურსებზე ეუფლებოდა ძველი და ახალი აღთქმის ლიტურგიკას.

სხვადასხვა დროს იყო რუსული და საერთაშორისო კომპანიების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მოადგილე, წევრი, გენერალური დირექტორი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორი.

ასევე, კიკეთის „იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული სასწავლებლის“ დამაარსებელი და მმართველობის წევრი, ავტორი პუბლიცისტური და ლიტერატურული სტატიებისა და ესეებისა ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ სხვადასხვა ნომერში. ესენია: „ტექტონიკური შეჯახებისა და გამოფატრული მიზნების ეპოქა“, „რას უნდა აშუქებდეს ქართული ტელევიზია“, „ამისათვის ჩამოვსულვართ ჭალაში“, „ლევინისა და ვრონსკის კრებითი პერსონაჟის პარადიგმა“ და მემუარისტული ჟანრის წიგნი „დღიური ათონის მოლოცვისა“. წერს ლექსებს. ჰყავს მეუღლე და რვა შვილი.

ავტორი: რუსა ღვანიძე