ცხოველები, ადამიანების მსგავსად განიცდიან სიკვდილს. ისინი, მოქმედებით გამოხატავენ, თავიანთი ხროვის წევრის სიკვდილით გამოწვეულ მწუხარებას.
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ღორი, ბავშვზე ჭკვიანი არსებაა.- უფრო მეტად აქვს კოგნიტური ფუნქციები განვითარებული, ვიდრე 3 წლის ბავშვს.
ბულტერიერი და პიტ ბულის ჯიშის ძაღლები ჭკვიანები და მოსიყვარულე ჯიშები არიან - მათ საკმაოდ ძლიერი ფიზიკური მონაცემები აქვთ.
ადამიანების უმეტესობა ამ ჯიშებს აგრესიულად ზრდის და ფულის გულისთვის აჩხუბებს, თუმცა, ეს არასწორი მიდგომაა.
სინამდვილეში, ისინი ისეთივე მოსიყვარულე და ერთგული ჯიშებია.
ადამიანებს მრავალი სახის ემოცია გააჩნიათ – სიხარული, აღტაცება, გაბრაზება, მწუხარება, იმედგაცრუება, ეიფორია. ვისაც ოდესმე კატა ან ძაღლი ჰყოლია, ეცოდინება, რომ ჩვენი პატარა მეგობრებიც განიცდიან შიშს, ნდომას, პანიკას, სიყვარულს, შეცბუნებას და ა.შ. ველურ ბუნებაში მცხოვრები მაიმუნები ხშირად იყვანენ შვილად დაობლებულ პატარებს, ტყვეობაში მყოფნი კი ზოგჯერ სხვა ცხოველებსაც უვლიან. ორ სხვადასხვა სიტუაციაში გორილებმა ალტრუიზმის ნიშნები გამოავლინეს – ორივ შემთხვევაში პატარა ბავშვი ღობის იქით აღმოჩნდა, გორილებმა კი ისინი დაამშვიდეს და ზოოპარკის მცველებს დაუბრუნეს. მსგავსად აწყნარებენ ერთმანეთს შიმპანზეები შეტაკებების შემდგომ. ასე რომ, ემოციები მხოლოდ ადამიანურ თვისება არ არის.
პორტალი „Daily Mail“ გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ცხოველები, ადამიანის მსგავსად გამოხატავენ სიკვდილით გამოწვეულ მწუხარებას.