ალენ დელონი კლინიკაში გადაიყვანეს

15:28 06-18-2019
267

83 წლის მსახიობი, რამდენიმე დღის წინ ამერიკულ კლინიკაში - Neuilly-sur-Seine გადაიყვანეს.

width=600

 მსახიობს, თავის ტკივილები აღენიშნებოდა. ის საავადმყოფოში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში გარკვეული სახის ანალიზები ჩაუტარდა.

მისი თანაშემწის ინფორმაციით, რომელსაც პორტალი „BFMTV“ დაუკავშირდა - ყველაფერი კარგადაა. ის კვლევებს იტარებს, მეტი არაფერი.

ალენ დელონს გულის არითმიია აღენიშნება, რომელიც იწვევს თავბრუსხვევას და თავის ტკივილს. როგორც ჩანს, სერიოზული არაფერია. 

შეგახსენებთ, რომ 83 წლის ალენ დელონი, რამდენიმე ხნის წინ კანის 72-ე კინოფესტივალზე კინემატოგრაფში შეტანილი პირადი წვლილისთვის საპატიო „ოქროს პალმის რტოთი“ დააჯილდოეს.

„მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ გემშვიდობებით; ეს საღამო რ არის კარიერის დასასრული, უფრო ჩემი ცხოვრების დასასრულია…

width=600

თუ ვარსკვლავი ვარ, თქვენ უნდა გადაგიხადოთ მადლობა, რადგან ეს მხოლოდ თქვენი, მაყურებლების დამსახურებაა და სხვისი არავისი“,

width=600

– განაცხადა კანის კინოფესტივალზე დაჯილდოების შემდეგ წარმოთქმულ სამადლობელ სიტყვაში საკულტო ფრანგმა მსახიობმა ალენ დელონმა, რომელიც ემოციებისგან ცრემლებს ვერ იკავებდა. მასთან ერთად ატირდა ანუშკა დელონიც, რომელიც მამას ახლდა.

width=600

 

ავტორი: რუსა ღვანიძე