საავტორო უფლებების ასოციაციას (GCA) საავოტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია (GERA) პასუხობს და მოუწოდებს, GCA-ს ნუ გასცდება ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებს და ბიზნეს ეთიკის ნორმებს.
„პირველ რიგში, საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA არ არის რუსეთის მხარდაჭერით შექმნილი კომპანია და GCA-სგან მოვითხოვთ შეწყვიტოს საზოგადოების დეზინფორმირება და რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელება.
რაც შეეხება ხელშეკრულების გაფორმებას Warner Music, Universal და Sony-სთან, ჩვენი ასოციაცია აქამდეც აღნიშნავდა საჯაროდ, რომ ხელშეკრულებები ამ გიგანტ ლეიბლებთან გაფორმებულია რეგიონალური ქვეყნის მეშვეობით, ამ შემთხვევაში რუსეთის მეშვეობით, რადგან საქართველოში ვერც ერთი კომპანია თუ ფიზიკური პირი ვერ შეძლებს ამ ლიცენზიის მოპოვებას რუსეთის გევრდის ავლით.
გაუგებარია GCA-ს აღშფოთება და GERA-ს ქვეყნის მოღალატეობრივ ქმედებაში გამოვლენის მცდელობა, მაშინ როდესაც, BRAVO RECODRS-ს ვისთანაც GСA თანამშრომლობს, აქამდე ზუსტად ,,იმ რუსეთის’’ მეშვეობით ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება Warner Music და SONY-სთან.
მიუხედავად იმისა, რომ GCA-ს უკანონო ქმედებების დამადასტურებელი ფაქტები მრავლად არსებობს, ჩვენს კოლეგებს მოვუწოდებთ - ნუ გასცდებიან ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებს და ბიზნეს ეთიკის ნორმებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
GCA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც Warner Music-ს საკუთარი დაფარვის ტერიტორიებად ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აქვს მოხსენიებული, M.O.S.T-ის ერთ-ერთ დამფუძნებლის დავით ხუჯაძე ამბობს, რომ ეს არის ეს არის 2013 წლის დოკუმენტი, როდესაც M.O.S.T საერთოდ არ არსებობდა.
M.O.S.T-ს Warner Music-თან ხელშეკრულება გაფორმებული აქვს 2019 წელს, სადაც დაფარვის ტერიტორიად მოიხსენიება საქართველო და აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ნახსენები საერთოდ არ არის.
„ზოგადად, M.O.S.T-ის მიერ გაფორმებული ყველა საერთაშრისო ხელშეკრულება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც თავისთავად მოიცავს აფხაზეთსაც და ე.წ. სამხრეთ ოსეთსაც“ - ამბობს დათო ხუჯაძე.
შეგახსენებთ, რომ საავტორო უფლებების ასოციაციამ განცხადება გაავრცელა. საავტორო უფლებების ასოციაციის ცნობით, რუსეთის მხარდაჭერით შექმნილი საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია (GERA), რომელიც საავტორო უფლებებით მოსარგებლეებს უკანონოდ სთხოვს ჰონორარის გადახდას, აცხადებს, რომ მისი და ქართული კომპანია MOST-ის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად გაფორმდა ხელშეკრულება Warner Music-თან.
,,ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ ხელშეკრულების რუსული სქემის და მისი საგანგაშო დეტალების შესახებ. კომპანია MOST-მა (ს/კ: 402121477 რეგისტრაციის თარიღი: 20.03.2019 დირექტორი და 49% წილის მფლობელი დავით ხუჯაძე, რომელიც ამავდროულად არის GERA-ს ერთ-ერთი დამფუძნებელიც, რაც ინტერესთა კონფლიქტია) რეგისტრაციიდან 10 დღეში, 2019 წლის პირველ აპრილს გააფორმა ხელშეკრულება არა Warner Music-ის სათავო ოფისთან, არამედ მის რუსეთის დანაყოფთან (დირექტორი ალექსანდრე ბლინოვი) რუსეთის დანაყოფს კი, საკუთარი დაფარვის ტერიტორიად, საქართველოსთან ერთად, მითითებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები!!! - ნათქვამია განცხადებაში.
(რ)