ნიაგარას „ველური ბუნების ფონდის“ ორგანიზატორები, ნიუ-იორკის მდინარეში დაჭერილ 14-დიუმიანი „ოქროს თევზის“ სურათს აქვეყნებენ და თან აფრთხილებს მოსახლეობას, რომ თევზის განადგურება, მშობლიურ ველურ ბუნებას აზიანებს.
ბუფალოს ჯგუფმა, 14 დიუმიანი(44სმ) უზარმაზარი ოქროს თევზის ფოტო გააზიარა, რომელიც 14 ივნისს მდინარე ნიაგარაზე დაიჭირეს.
ამბობენ, რომ თევზი სადგურში ჩამდინარე წყლების გაწმენდის შემდეგ აღმოაჩინეს, რომელიც სადრენაჟე სისტემაში იყო გაჭედილი.
მათი ინფორმაციით, ოქროს თევზის შემოდინება დიდი ტბებიდან მოხდა.
„CTV News“-ის წყაროს ცნობით, 2018 წლის მონაცემებით, ონტარიოს ტბებში 40-50 მილიონამდე ოქროს თევზი ბინადრობდა.
სამეფო ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელის ტის ტაისმეიერის განცხადებით, ადამიანების მიერ თავიანთი შინაური ცხოველების გათავისუფლების შედეგად უკანასკნელ წლებში ინვაზიური სახეობის პოპულაცია განვითარდა.
უზარმაზარი ტბები შეერთებულ შტატებსა და კანადაში, იმდენად სასიცოცხლო მნიშვნელობის არის, რომ მთავრობას არ შეუძლია თევზის განადგურება ან უფრო მეტი ეკოსისტემისთვის ხელის შეშლა.