გაეროს მონაცემებით, ლტოლვილთა რაოდენობამ მსოფლიო ისტორიაში, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

14:05 06-20-2019
61

მსოფლიოში, დაახლოებით 71 მილიონი ადამიანი ომების, დევნის და სხვა საფრთხეების გამო არ ცხოვრობს მშობლიურ მიწაზე. გაეროს უმაღლესი კომისარი ლტოლვილთა საკითხებში ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ ეს რეკორდული მაჩვენებელია მსოფლიო ისტორიაში.

ამ რიცხვში 26 მილიონი ლტოლვილია, რომლებმაც ნებაყოფლობით დატოვეს თავიანთი ქვეყნები - 41 მილიონი ადამიანი იძულებით გადადგილებული პირია, რომელმაც საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა, ხოლო 3.5 მილიონმა ადამიანმა, თავშესაფრის მოთხოვნით, უცხო ქვეყნებს მიმართეს.

width=600

ლტოლვილების ორი მესამედი, ძირითადა ხუთი ქვეყნიდან არიან - სირია, ავღანეთი, სამხრეთ სუდანი, მიანმა და სომალი. მთელ მსოფლიოში, ყველზე მეტი ლტოლვილი (3.7 მილიონი) თურქეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

width=600

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს 2017 წელთან შედარებით, ლტოლვილთა რიცხვი სამი მილიონით გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებელი - 68,5 მილიონი შეადგინა. ლტოლვილების რიცხვი გაიზარდა მიუხედავად იმისა, რომ ხუთი მილიონი ადამიანი თავის საცხოვრებელს დაუბრუნდა.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე