ყველაფერი სახეში მიახალა პარლამენტის თავმჯდომარემ გავრილოვს - მათიკაშვილი

15:31 06-20-2019
66

საპარლამენტო უმარავლესობის წარმომადგენელი, დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში მართლმადიდებელთა საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილე რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. 

„პრაიმტაიმი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ. 

„გავრილოვი ისეთივე ოკუპანტია, როგორც ბორისოვი და მისი პატრონი პუტინი. მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლობის ნიღაბქვეშ შემოიპარა საქართველოში, გავრილოვი ისევე „იზიარებს“ მართლმადიდებლურ და ქრისტიანულ ღირებულებებს, როგორც ტოტლებენი და როდიონოვი იზიარებდნენ, ჩვენს ქვეყანას რომ აოხრებდნენ და აწიოკებდნენ.

ეს ყველაფერი და ბევრად მწვავედ სახეში მიახალა პარლამენტის თავმჯდომარემ გავრილოვს, გუშინ. დღეს კი, როგორი პროტოკოლური გაუგებრობაც არ უნდა ყოფილიყო, გავრილოვის ჯდომა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო უმძიმესი სანახავი, ხოლო მისი ყოფნა პარლამენტის შებობაში და ამ ფორუმისთვის პარლამენტის სხდომათა დარბაზის გამოყენება - შეცდომა.

ირაკლი კობახიძე, რომელიც არ იმყოფება საქართველოში პირველთაგანია ვინც სხდომის შეწყვეტა მოითხოვა და დაგმო ეს ქმედება - წერს დავით მათიკაშვილი. 

პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა ქართველ დეპუტატებს რუსულად მიმართა და ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

რუსი დეპუტატის ქცევა „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააპროტესტეს და მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თამარ ჩუგოშვილიარჩილ თალაკვაძე

ფაქტზე, ბაქოში ვიზიტით მყოფმა, ირაკლი კობახიძემ პირველი კომენტარი გააკეთა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური