ოზურგეთში დღეს ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის, მედიისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები პარლამენტში რუსი დეპუტატის, გავრილოვის გამოსვლას აპროტესტებდნენ.
ჩააფურთხეს, სირცხვილი ოცნებას-ამ ტრაფნსფარანტებით ადგილობრივები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ.
„ქვეყანაში „ლეკიანობაა, მართლმადიდებლობის სახელით. აქ ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას მშობლიურ ოზურგეთში ვაპროტესტებთ და ვგმობთ ხელისუფლებას, რომელმაც ეს დაუშვა“ _ განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბესიკ ქათამაძემ.
„დღეს ჩვენ, ოზურგეთელები ვაპროტესტებთ იმას, რაც ვიხილეთ ტელეეთერში, რაც ხდებოდა პარლამენტის შენობაში ეს არის საქართველოს, ქართველი იმ გმირების სულში ჩაფურთხება, ქვეყნის ერთიანობას რომ შესწირეს თავი. ადამიანი, რომელიც აღიარებს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას, დღეს ის დაგვისვეს პარლამენტში, თავმჯდომარის სკამზე და რუსულად მიჰყავდა სხდომა. ეს არის კატასტროფა“, - განაცხადა ოთარ რევიშვილმა, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორმა.
ავტორი: ლაშა სარჯველაძე