სამოქალაქო აქტივისტების აქციას თელავში, რუსი ტურისტი შეუერთდა.
მან ჯერ სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის მიზეზი იკითხა, შემდეგ კი, აქციის პათოსი გაიზიარა და ტრანსფარანტით ხელში აქციის მონაწილეებთან ერთადაა.
„ამის შემდეგ, ჩემთვის საზღვარზე გადასვლა აღარ შეიძლება, ბარემ დავრჩები“ - ამბობს ტურისტი.
ამ წუთებში აქციას სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები უერთდებიან და მეფე ერეკლეს სასახლის ბურჯზე საქართველოს ჰიმნს ასრულებენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი