პარლამენტთან აქციას ალეკო ელისაშვილი და მისი მხარდამჭერები ფერადი კვამლითა და ტრანსფარანტებით შეუერთდნენ

19:58 06-20-2019
64

ალეკო ელისაშვილი „სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებთან ერთად მომიტინგეებთან ფერადი კვამლით შეუერთდა. 

width=482

პარლამენტთან აქციას მომიტინგეები ემატებიან.  პრაიმტაიმის ინფორმაციით, აქციაზე უმრავლესობას გამიჯნული დეპუტატი, ნატო ჩხეიძე მივიდა. პარლამენტთან ახალგაზრდები სხვადასხვა ტრანსფარანტებით გამოდიან. გზავნილების შინაარსი ერთია - რუსეთი ოკუპანტია

width=532

 

 

მომიტინგეებს ანტირუსულ აქციაზე არც აგვისტოს ომის დროს მოკლული გმირი, გიორგი ანწუხელიძე დავიწყებიათ, რომელიც ოკუპანტებმა საქართველოს დროშაზე ფეხის არ დაბიჯებისთვის წამებით მოკლეს. 

width=535