დაურ კოვე - აფხაზური მხარე აკაკი ბობოხიძის დანაშაულებებს შეისწავლის

20:33 06-20-2019
66

დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, დაურ კოვე სოციალურ ქსელში პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ბობოხიძის შესახებ პოსტს ქვეყნებს.

დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელი ბობოხიძის მიმართ მუქარისშემცველ განცხადებას ავრცელებს, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში სერგეი გავრილოვთან სიტყვიერი კამათის დროს ბობოხიძის აფხაზეთის ომში მონაწილეობის შესახებ რეპლიკას მოჰყვა.

„აფხაზეთში მიომია რუსეთთან და საჭიროების შემთხვევაში კიდევ ვიომებ. მომიკლავს და ისევ მოვკლავ“ - თქვა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან ბობოხიძემ გარვილოვის გამოძევების შემდეგ.

დაურ კოვე კი წერს, რომ აფხაზური მხარე ყველაფერს გააკეთებს ომის დროს ბობოხიძის დანაშაულებების გამოსაძიებლად. 

დღეს აკაკი ბობოხიძემ პარლამენტში რუს დეპუტატებს წყალი შეასხა.

პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა ქართველ დეპუტატებს რუსულად მიმართა და ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

რუსი დეპუტატის ქცევა „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააპროტესტეს და მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი,  თამარ ჩუგოშვილიარჩილ თალაკვაძე

ფაქტზე, ბაქოში ვიზიტით მყოფმა, ირაკლი კობახიძემ პირველი კომენტარი გააკეთა.

პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ

სოფო კილაძის თქმით, სასწრაფოდ უნდა გაირკვეს, ვინ დაუშვა ეს და დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა შეწყდა.

თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას მასპინძლობს. ღონისძიებაზე 25 ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლები არიან ჩამოსულები.

ავტორი: თამარ ბუჩუკური