დემონსტრანტები, საქართველოს პარლამენტს რუსი დეპუტატის საქართველოში ვიზიტის გამო, შტურმით ემუქრებიან.
საქართველოს დედაქალაქში რუსი დეპუტატის ვიზიტის გამო, ათასობით გაბრაზებული დემონსტრანტი შეიკრიბა და ცდილობდა საქართველოს პარლამენტთან სიტუაციის დაძაბვას.
რუსული საინფორმაციო სააგენტო „TASS“- ის ცნობით, რუსეთის პარლამენტის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა პარლამენტის სხდომა გახსნა, რაც ოპოზიციის დეპუტატების გაღიზიანების გამომწვევი მიზეზი გახდა.
„როიტერის“ ცნობით, დეპუტატმა დელეგატებს არა ადგილობრივ, არამედ რუსულ ენაზე მიმართა.
CNN-ის ინფორმაციით, ოპოზიციონერები პროტესტის ნიშნად პარლამენტის ტრიბუნაზე შეიჭრნენ. გავირილოვმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტის განუცხადა, რომ ქართველმა დეპუტატებმა, მის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად წყალი გადაასხეს.
„ისინი დარბაზში შემოიჭრნენ და ტრიბუნაზე ჩემი სავარძელი დაიკავეს“, - თქვა მან.
„ჩვენ შესვენება გვქონდა, მათ დაიწყეს ჩემი თვალთვალი, დამიგლიჯეს დოკუმენტები, წყალი გადამასხეს... პუტინის პორტრეტებს მაჩვენებდნენ.
CNN- ის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეები ცდილობდნენ პარლამენტში შესვლას, რა დროსაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ზოგიერთი დემონსტრანტს, სამართალდამცავებთან შეტაკებების შედეგად, ორგანიზმიდან სისხლდენა აღენიშნებოდა, ზოგი კი თავის დასაცავად ოფიციალურ საბრძოლო ფარებსა და ტექნიკას იყენებდა, რომლებიც სპეცრაზმელებისგან ხელში ჩაიგდო.
საქართველო 1991 წლამდე საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, ხოლო ბოლო წლებში, რუსეთთან ურთიერთობა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების მხარდაჭერის გამო დიაძაბა.
გავირილოვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ, მისი აზრით, ქართველი დემონსტრანტები მის მოცილებას, 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში სეპარატისტულ კონფლიქტში, მისი სავარაუდო მონაწილეობის გამო მოითხოვდნენ. რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის წევრმა გავრილოვმა კი განაცხადა, რომ მას არც ერთ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია.
საქართველოს პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ათასობით დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც ცდილობდნენ, 2019 წლის 20 ივნისს, ქვეყნის პარლამენტში შტურმის განხორციელებას.
2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს სეპარატისტული მოძრაობის გამო სამხრეთ ოსეთის პროვინციაში რუსეთსა და საქართველოს შორის სიტუაცია დაიძაბა - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თვითგამოცხადებული ავტონომიური რეგიონის თვითნებურად გაკონტროლების მიზნით, ჯარები გაგზავნა. რუსეთმა კი, საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთის გავლით ტანკებისა და ჯარისკაცების შემოიყვანა განახორციელა. როდესაც ომი დასრულდა სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გაომცხადების შემდეგ, რუსეთის ჯარმა უკან დაიხია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, მომიტინგეებს მოუწოდებენ - „დაუყოვნებლივ შეაჩერონ ძალადობა და დაიცვან კანონი, შეწყვიტონ პროვოკაციები, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია.