საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთს ბრალდება წაუყენა - „მტერი და ოკუპანტი უწოდა და მეხუთე კოლონის გუშინდელ არეულობაში დაადანაშაულა - მოსკოვისთვის, ისინი „რადიკალური ქართული პოლიტიკური ძალები არიან. - ასე ეხმიანება იტალიური პრესა, თბილისში განვიტარებულ მოვლენებს. იტალიური სააგენტო „ansa“ -ს სტატიას პირველი არხი ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა საპროტესტო აქციაზე ინტერვენციია დაიწყო. გადადგომის შესახებ განცხადება ქართული ოცნების უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა კახი კალაძემ გააკეთა. კობახიძის გადადგომა, ერთ-ერთი საპროტესტო აქციის მოთხოვნა იყო.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, კვლავ მოუწოდებს თავის მხარდამჭერებს ივანიშვილის რეჟიმის დასამხობად, რომელიც „ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერია, ქუჩაში გამოვიდნენ.
სააკაშვილმა განაცხადა, მიუღებელია მისთვის, რომ შუასაუკუნეების ფეოდალიზმის მხარდამჭერი მართავს ქვეყანას, რომელიც ევროპაში შესვლას ცდილობს.
პროტესტი, გამოწვეული იყო რუსეთის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტში, ქრისტიან-მართლმადიდებლური ქვეყნების დეპუტატთა ასამბლეის შეხვედრაზე. აქციის მონაწილეები საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის „სკამზე დაჯდომას“ აპროტესტებენ.
რუსეთმა და საქართველომ 2008 წლის ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები დაარღვიეს, როცა რუსული ჯარები თბილისისკენ გაემართნენ. მას შემდეგ, მოსკოვი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, საქართველოს ორი სეპარატისტული რესპუბლიკა, რომელიც რუსეთის სატელიტი ქვეყნებია.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბელორუსში ვიზიტი შეწყვიტა, სადაც დილით, მინსკის პრემიერ-მინისტრს სერგეი რუმას შეხვდა:
ინტერფაქსი სანდო წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გუშინ ღამით, პარლამენტის შენობის წინ, რუსი დეპუტატის გამო, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა, შტურმის შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ, ბელარუსის მთავრობის პრესსამსახურმა კომენტარი არ გააკეთა, მაგრამ დაადასტურა, რომ ზურაბიშვილი დილით დაგეგმილ შეხვედრაზე არ იმყოფებოდა.