სახელგანთქმულმა ამერიკელმა მსახიობმა მერილ სტრიპმა, 22 ივნისს დაბადების 70 წლის იუბილე აღნიშნა.
მერილ სტრიპი ჰოლივუდის ისტორიაში, ყველაზე ცნობილი მსახიობია. მისი შემოქმედებითი საგანძური 60 ფილმს მოიცავს, სამი „ოსკარი“ და „ოსკარის“ 21 ნომინაცია, ცხრა „ოქროს გლობუსი“ და „ოქროს გლობუსის“ 31 ნომინაცია, ორი „ბაფთა“-ს ჯილდო, „ემის“, „კანის“ და „ბერლინის“ კინოფესტივალების ჯილდო, ჰოლივუდის დიდების ალეიას ვარსკვლავი.
ვარსკვლავმა, საკუთარ დაბადების დღეზე “HB Style“-თან ინტერვიუში ყველაზე ნათელ და შთამბეჭდავ ციტატებზე ისაუბრა ქალთა თავისუფლებაზე, ასაკთან დამოკიდებულებაზე, თითოეული ადამიანის ცხოვრების მიზნებზე და ძლიერი ქალის შესახებ.
1. მომწონს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ახლა ვარ. სხვებს შეიძლება არ მოვწონდე და ეს ჩემთვის სრულიად მისაღებია. თავისუფლად ვგრძნობ თავს. არ მინდა, რომ ასაკს ჩემთვის, რაიმე მნიშვნელობა მქონდეს.
2. ჩემი რჩევაა, რომ დიდი დრო არ დაუთმოთ თქვენი კანის მოვლას ან წონის კორექციას. ჩამოყალიბდით, რას აკეთებთ, რა გრჩებათ უკან ამ სამყაროში.
3. “ვცდილობ, წონა არ ვაკონტროლო.
4. ხანდაზმულობა, უნდა იქნას მიღებული. სიცოცხლე ძვირფასია და როცა უამრავ ახლობელ ადამიანს კარგავთ, უნდა გააცნობიეროთ, რომ ყოველი დღე - საჩუქარია.
5. დარწმუნებული ვარ, რომ სრულყოფილებისკენ სწრაფვა ნიშნავს, რომ კარგი ცხოვრებაისგან გამოარჩიო წარმატებული ცხოვრება.
6. გადაიხადო ორი ათასი ევრო ჩანთის საყიდლად? მე უფრო, პირის ღრუს კოსმეტიკური საშუალებებისთვის გადავიხდიდი!“
7. რით განსხვავდებით სხვებისგან და რაშია თქვენი ძალა.
8. ჩემი აზრით, ფილმები ოცნების დონეზე მუშაობდნენ - უყურეთ და ოცნებეთ.
9. ნუ შეგეშინდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოგივათ“.
10. პირველ ადგილზე ჩემი ოჯახია. ასე იყო ყოველთვის და მუდამ ასე იქნება.
11. გათიშეთ ყველაფერი, რაც შეიქმნა იმისათვის, რომ შეაჩეროს თქვენი პროგრესი“.
12. კარგია, რომ დედამიწა მრგვალია, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ შორს თვალთვალს.
13. ძალიან ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ, თუ ამას მშვიდად, გარკვევით და ავტორიტეტულად ითხოვთ.