ისრაელის მეცნიერებმა ღვიძლის კიბოს გამომწვევი მიზეზი დაასახელეს

12:43 06-25-2019
728

დიეტა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ ჯანმრთელობა და ამავე დროს წონაში 5 კგ-მდე დაიკლოთ.

width=600 

ისრაელის მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა კვლევამ, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის(MRI) საფუძველზე აჩვენა, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა უფრო ეფექტურია შიდა ცხიმის მოცილებისას, ვიდრე ნორმალური დაბალკალორიული დიეტა, რომელიც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

width=600

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მინიმალური წონის დაკარგვა - თუნდაც რამდენიმე კილოგრამის - მნიშვნელოვნად აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ „Hepatology“-ში.

სოროკას კლინიკის და ბეერ-შევეში ბენ-გურიონის სახელობის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, „MRI“-ს დახმარებით 300 ადამიანი გამოიკვლიეს, რომლებსაც აღენიშნებათ სიმსუქნე და ლიპიდური მეტაბოლიზმი.

სუბიექტები ორ ჯგუფად გაყვეს. ერთს, ხმელთაშუა ზღვის დიეტა დაუნიშნეს და საკონტროლო ჯგუფს - ჩვეულებრივი დაბალკალორიული.

პაციენტებს 1,5 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საფუძველზე, ადამიანის სხეულში ცხიმის განაწილება სამჯერ - დიეტის დაწყებამდე, ექსპერიმენტის დაწყების და დასრულების შემდეგ გამოიკვლიეს. 

width=600 

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ხმელთაშუაზღვის დიეტა ღვიძლის, პანკრეასისა და პერიკარდიუმის ბოჭკოების ცხიმების უფრო ინტენსიურ მოცილებას იწვევს, ვიდრე უბრალო დაბალი კალორიური დიეტა (იგივე დღიური კალორიით). წონის დაკარგვა კი, ორივე დიეტის დროს ერთიდაიგივე იყო.

მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ზომიერი ფიზიკური აქტივობა ამცირებს ცხიმის  მოცილებას, მუცლის ღრუს შიგნით.

ხმელთაშუა ზღვის დიეტის შემდეგ, ღვიძლში ცხიმის შემცველობა 30% -ით შემცირდა, გულის კუნთის ქსოვილში - 11% -ით, მუცლის ღრუში - 25% -ით და პანკრეასში და კუნთებში 2% -ით.

width=600

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მინიმალური წონის დაკარგვამ (რამდენიმე კილოგრამი), მნიშვნელოვნად შეამცირა შინაგანი ორგანოების გარშემო ცხიმის დაგროვება, რომელიც ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენას ახდენს. 

კვლევის დროს, ისრაელის მეცნიერებმა შეიმუშავეს სპეციალური ტექნოლოგიები, რომლებიც დიეტის და წონის დაკარგვის დროს, უფრო ზუსტად შეისწავლიან ფიზიოლოგიურ პროცესებს ორგანიზმში.

ადამიანების უმეტესობა, შეშფოთებულია მათი სხეულის ფორმით, მაგრამ ჩვენთვის, ექიმების და მეცნიერებისთვის, შიდა ცხიმს უდიდესი მნიშვნელობა აქვს - ღვიძლის გარშემო ცხიმი, ყველაზე საშიშია, რადგან ეს დიდ გავლენას ახდენს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემებზე- განაცხადა ბენ-გურიონის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა, ფიზიოლოგური კვების და ქრონიკული დაავადებებს სპეციალისტმა ირის შაიმ.

თუ ცხიმი ღვიძლის 5% -ზე მეტს აღემატება, ამ შემთხვევაში ვითარდება სტეატოჰეპატოზი, ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება(ებრაულ ენაზე Kaved Shumani). ეს დაავადება, ღვიძლის უჯრედებსა აზიანებს და შესაძლებელია, სიმსივნე გამოიწვიოს.

 width=600

ღვიძლის ძალიან მგრძნობიარე სასიცოცხლო ორგანოა და წონის დაკარგვის გზით, მას შეუძლია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მისი მდგომარეობა. ექიმები ყოველთვის ურჩევდნენ ადამიანებს წონის დაკარგვას და ფიზიკურ ვარჯიშს. ჩვენ უკვე ვხვდებით, რომ ეს, არა მხოლოდ აუმჯობესებს სხეულის ფორმას, არამედ სასიცოცხლო ორგანოების გარშემო ამცირებს შიდა ცხიმის წარმოქმნას, რომლებსაც დიდი გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე, - ამბობს პროფესორი შაი.

ავტორი: რუსა ღვანიძე