რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეს სამეფო ანგარიშები, სადაც აღნიშნულია იმ თანხის რაოდენობა, რაც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა საკუთარი სახლის - უინძორის სასახლის რემონტისთვის დაიხარჯეს.
2.4 მილიონი ფუნტ სტერლინგი - ხუთი პატარა სახლისგან შემდგარი სასახლის რემონტისთვის. სართულებზე სველი წერტილები, საძინებლები და სამზარეულო გაარემონტეს.
ახალდაქორწინებულმა წყვილმა, კენსინგტონის სასახლე გაზაფხულზე დატოვეს, რაც სავარაუდოდ პრინცი ჰარის ძმის უილიამის და მისი მეუღლის ქეითის მიზეზით განხორციელდა.
„dailymail“-ის ინფორმაციით „Frogmore“-ს კოტეჯის კაპიტალური რემონტის გეგმა, ძირითადად დედოფალმა დაამტკიცა. მე -19 საუკუნის 5 პატარა სახლისგან შემდგარი სასახლე მომსახურე პერსონალისთვის ააგეს
- წყვილი, საცხოვრებლად სწორედ ამ სახლში გადავიდა. გარემონტდა სველი წერტილები, საძინებლებში და სამზარეულოში შეიცვალა ჭერი და იატაკი.
დამხმარე პერსონალი აცხადებს, რომ ბიუჯეტში თანხა გადახდილი იყო კერძო პირის მიერ. წყვილმა გამოიყენა დიზაინერი ვიკი ჩარლზი, რომელმაც „Soho Farmhouse“ დეკორაციებით მორთო.
იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი, ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი - გარე მხატვრობა და ლანდშაფტი ჯერ კიდევ გასაკეთებელია - რემონტის ღირებულება, 2.4 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი იქნება.
სანდო წყაროს ინფორმაციით, ხაზგასმით აღინიშნა, რომ წყვილს იოგას სტუდიის მშენებლობა აქვს დაგეგმილი.