ქართული ელექტრომობილების დიზაინზე ზვიად ციკოლია იმუშავებს

13:11 06-26-2019
315

ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერი და საკონსტრუქტორო ბიურო „დელტა“-ს მთავარი დიზაინერი ზვიად ციკოლია, კომპანია „აი გრუპის“ ქართული ბრენდის ქვეშ გამოშვებული ელექტრომობილების დიზაინზე იმუშავებს.

width=600

პრეზენტაცია, დღეს 26 ივნისს გაიმართება, სადაც დანარჩენი დეტალები გახდება ცნობილი. ქარხნის მშენებლობა დაგეგმილია ქუთაისში. 

width=600

„აქტიურად ვარ ჩართული სამუშაო პროცესებში. ეს ჩვეულებრივი მსოფლიო სნტანდარტების შესაბამისი ელექტრომობილებია და განკუთვნილი იქნება არამარტო საქართველოსთვის, არამედ სხვა მოწინავე ქვეყნების ბაზრებისთვისაც“ - განაცხადა ცნობილმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ.

width=600

რამდენიმე დღის წინ ციკოლიამ, ელექრომობილების წარმოების შესახებ, სოციალურ ქსელში პოსტი და ფოტო გამოაქვეყნა:  

„ეს არის იმ ელექტრომობილის პროტოტიპი, რომლის წარმოება მალე დაიწყება საქართველოში. ტესტდრაივმა ჩაიარა სუპერ. მოკლედ ვისიამოვნე“ - წერს ზვიად ციკოლია.

შეგახსენებთ, რომ ზვიად ციკოლიამ 1986 წელს ფოთში, რესპუბლიკურ კონკურსზე სატვირთო მანქანის დიზაინის შექმნისათვის გრან-პრი აიღო. 1987 წელს მოსკოვში, „სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე“ წარადგინა ტრაილერის დიზაინი, რაშიც ბრინჯაოს მედალი მიიღო. 1993 წელს „Air Georgia“–ს მთავარი დიზაინერი გახდა.

width=600

1997 წელს მნიშვნელოვანი მიღწევა აქვს ფრანკფურტის ავტოსალონზე, სადაც წარადგინა სრულმასშტაბიანი „Bugatti“-ის მოდელი. 2001 წელს მიწვევა მიიღო კომპანია „Peugeot“-გან კონსულტანტის თანამდებობაზე.

width=600

2007 წელს მონაწილეობა მიიღო ელეგანტურობის კონკურსში, „Villa D'Este“ გამოფენაზე და ჟენევის საერთაშორისო ავტოსალონის გამოფენაზე. იმავე წლიდან იაპონური კომპანია „DCI“-ის მთავარი დიზაინერია. 2010 წლიდან მთავარი დიზაინერია ქართულ საკონსტრუქტორო ბიურო „დელტაში“,

width=600

სადაც პირველი ქართული ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი 914-ის, დიდგორი მედევაკი-ის და ლაზიკას დიზაინი შექმნა.