ინგლისში, ქალაქ დორსეტის ცაზე, ვარდისფერი ცისარტყელა გამოჩნდა.
„CNN“-ის ინფორმაციით იშვიათი ვარდისფერი ცისარტყელა რამდენიმე დღის წინ, სამხრეთ და დასავლეთ ინგლისში შენიშნეს.
ცისარტყელა არის სინათლის სპექტრი, რომელიც შეიქმნა სინათლის გარდატეხით და წვიმის წვეთების გარდასახვით. ისინი წვიმის შემდეგ გამოჩნდებიან ცის ქვეშ და იმდენად იშვიათია, რომ ხალხი, როცა მათ ხედავს, ჩერდება.
ვარდისფერი ცისარტყელა კიდევ უფრო იშვიათია - როგორც ჩანს, მას სოციალურ ქსელების მომხმარებლები უწოდებენ. ის ყოველთვის მზის ჩასვლისას, ცაზე მზის პოზიციის მდებარეობით ჩნდება.
„ამ დროს, მზის სინათლემ უნდა გაიაროს ატმოსფეროს სქელი ნაწილი, რაც სინათლის სხივის გარდატეხის შედეგად, ცისარტყელას სპექტრის ფერები, მხოლოდ წითელ ტალღებად გარდაიქმნება“ - ამბობს „CNN“-ის უფროსი მეტეოროლოგი ბრენდონ მილერი და ნეშ როუდსი.
ლონდონში, ეს მოვლენა ცაზე, ჯერ კიდევ 2017 წელს გამოჩნდა, რომელიც პორტუგალიასა და ესპანეთში მომხდარი ხანძარის გამო მოხდა. წითელი და ვარდისფერი ფერები, შესაძლებელია უფრო მეტად გაიზარდოს, როდესაც ჰაერი მტვრით ან კვამლით ივსება.
დორსეტში, სომერსეტში გლოსტერში მომხდარი მოვლენის შესახებ, „Twitter“- ის მომზმარებლებმა ისეთი ილუზია შექმნეს, როგორც პოზიტიური ნიშანი.
შეგახსენებთ, რომ ცისარტყელა არის ატმოსფერული, ოპტიკური და მეტეოროლოგიური მოვლენა, რომელიც ხშირად წვიმის შემდეგ ჩნდება. ეს თავისებური რკალია ან წრეხაზი, რომელიც ფერების სპექტრისგან შედგება. ცისარტყელა შედგება შვიდი ფერისგან: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი.
უძველესი დროიდან იპყრობდა ადამიანის ყურადღებას. ბიბლიაში ის ფიგურირებს, როგორც ღმერთის მიერ ადამიანებისთვის მიცემული ნიშანი პატიებისა და შერიგებისა. ინგლისელი ფილოსოფოსი როჯერ ბეკონი ფიქრობდა, რომ ცისარტყელას ფერები, თვალის სისველით გამოწვეული სუბიექტური მოვლენაა. ცისარტყელის შესახებ, პირველი თეორია მოგვცა 1637 წელს ფრანგმა ფილოსოფოსმა, მათემატიკოსმა რენე დეკარტმა. ცისარტყელა ჩნდება იმოტომ, რომ სინათლის სხივი გარდატყდება წვიმის ან ნისლის წყლის წვეთებში, რომლებიც ჰაერში ლივლივებენ. ეს წვეთები სინათლეს სხვადასხვა ფერად გადახრის. დედამიწიდან ცისარტყელა, ჩვეულებრივ, რკალივით გამოიყურება.