ფილადელფიის პორტში რეკორდული რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება - კოკაინი აღმოაჩინეს, რომლიც დაახლოებით - 20 ტონამდე იწონიდა.
CNN-ის ინფორმაციით, ტერმინალზე სატვირთო გემიდან ათასობით ფუნტი კოკაინის ამოიღეს.
CBP-ის ინფორმაციით კი, თავდაპირველად აღმოჩენილი ტვირთი დაახლოებით 16,5 ტონას იწონიდა, მაგრამ საბოლოო წონა, დაახლოებით 20 ტონამდე გაიზარდა - განაცხადა CBSP-ის ბალტიმორის საველე ოპერაციების სიტუაციების მართვის დირექტორმა კეისი დერსტმა, ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში. მისი თქმით, ნარკოტიკების ღირებულება დაახლოებით - 1.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
დანაშაულში ეჭვმიტანილია გემის დამხმარე პერსონალი და ეკიპაჟის რამდენიმე წევრი.
ფედერალური გამომძიებლების განცხადებით, ისინი აღიარებენ თავიანთ დანაშაულს და ითხოვენ შეწყალებას, რომელიც მათ ჩვენებაშია აღნიშნული.
სააგენტო აცხადებს, რომ ეს CBP-ის 230 წლის ისტორიის მანძილზე, ყველაზე მაშსტაბური ოპერაციაა.
სამართალდამცველების ცნობით, გემს ნარკოტიკული საშუალება ფილადელფიიდან ჩილეში, შემდეგ კი ევროპაში უნდა გადაეტანა. პოლიციამ გემის ეკიპაჟის ყველა წევრი დააკავა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.